კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით

AutoSharing Option
კანადის ნაკრების მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა, საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ, შეხვედრაზე ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]


" ესეთ წაგებას გუშინ ვერ წარმოვიდგენდით. ჩვენ სხვა რამ გვქონდა ჩაფიქრებული,  მორკინალებით აქტიურად თამაში, არ გამოგვივიდა. რაგბში მთავარია ძლიერი შერკინება გყავდეს და ბურთის შენარჩუნება მოახერხო.

როდესაც ბურთი შევინარჩუნეთ,  კარგი ლელოები დავდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ბურთი ხშირად არ გვქონდა. შერკინებაში და დერეფნებში ვერ ვივარგეთ.

საკმაოდ ბევრი შეცდომები დავუშვით, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით და ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. შერკინებაში აშკარად დავიჩაგრეთ, თუმცა დადებითი კუთხით
იმის თქმა შემიძლია, რომ სწრაფი თამაში გამოგვდიოდა.

როდესაც ბურთი გვქონდა, მაღალი ტემპის ხარჯზე მეტოქეს პრობლემებს ვუქმნიდით და დამეთანხმებით, რომ მშვენიერი ლელოები დავდეთ, რაც სამომავლოდ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს."
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა უხარია ამ ჩემის კუკუს
2
კარგია რომ ასე საუბრობს წაგებულ თამაშზე ე.ი.მხოლოდ კარგი თამაში(მას რომ კითხო)კანადის, მიღწევაა ჩვენ ლომებთან.ასე არ ვართ სულ ფეხბურთში???
მერაბი
13:54 13-11-2017
0

სიახლეები პოპულარული