რაგბი

ეროვნული ნაკრები

ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩში "დინამო არენაზე" კანადა გაანადგურა 54:22, ჩვენი გუნდის მწვრთნელი მილტონ ჰეიგი შეგირდების გარჯით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.

მისი თქმით, პირველი სერიის შეხვედრა მუდამ რთულია, ახალგაზრდებმა თავი ჩინებულად წარმოაჩინეს, ადრე რომ ეთქვათ, ასეთ მოწინააღმდეგესთან 54 ქულას აიღებდნენ, დაუჯერებელი იქნებოდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და თამაშის ანალიზის გაკეთებაა საჭირო.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ უელსთან დაპირისპირებისთვის სათანადოდ მომზადებაა აუცილებელი და ყველაფერია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი 18 ნოემბერს გაიმართება.