მილტონ ჰეიგი: ზელანდიაში დეკემბერში წავალ, გორგოძეს კი ნაკრებში ვეღარ ვიხილავ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

- ახალი ზელანდია უფრო გენატრებათ თუ მამუკა გორგოძე?
- ზელანდიაში დეკემბერში წავალ, გორგოძეს კი ნაკრებში ვეღარ ვიხილავ. მამუკა უფრო მენატრება.

მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" ახალგაზრდა (მირიან მოდებაძე, გიორგი კოშაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი კვესელაძე) მოთამაშეებზეც ბევრი ილაპარაკა:

"დიდი ხანია მათ ვაკვირდებით, უკანა ხაზის გაძლიერებაზე სერიოზულად ვმუშაობდით, განსკუთრებით, ფრთებზე და ფულბეკის პოზიციაზე. ახალწვეულები სწორედ ამ პოზიციებზე არიან. მათი დიდი იმედი მაქვს.

მსოფლიოს თასამდე 2 წელია დარჩენილი და საკმარისი დროა, ვნახოთ ისინი
საქმეში. მჯერა, რომ გაამართლებენ.

მართალია, არაა შემადგენლობაში, მაგრამ კარგად იცით, რა შეუძლია გელა აფრასიძეს. მისი ლელო რაგბის მსოფლიოს კავშირის ნომინაციაშია წარდგენილი, რაც თავისთავად მეტყველებს, რა დონის მოთამაშეა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული