ტესტები: უელსი-საქართველოს მატჩის ბილეთების ნახევარზე მეტი გაყიდულია

AutoSharing Option
18 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტესტმატჩს გამართავს კარდიფში, სადაც "პრინსიპალიტი სტედიუმზე" (ყოფილ "მილენიუმზე") უელსის ნაკრებს ესტუმრება. უელსის რაგბის კავშირის ცნობით, ამ თამაშისთვის უკვე 38 ათასი ბილეთია გაყიდული. ამ დაპირისპირების ბილეთების ფასები 20 გირვანქა სტერლინგიდან იწყება.

სულ უელსის ნაკრები ოთხ ტესტმატჩს გამართავს - 11 ნოემბერს ავსტრალიასთან (64 ათასი ბილეთი გაიყიდა), 25 ნოემბერს ზელანდიასთან (ყველა, 74,5 ათასი ბილეთი დიდი ხანია, გაყიდულია) და 2 დეკემბერს სამხრეთ აფრიკასთან (58,5 ათასი გაიყიდა).

უელსი-საქართველოს თამაშამდე ჯერ კიდევ თვე რჩება და უელსის რაგბის კავშირში დარწმუნებულნი არიან, რომ
ეს მატჩიც ანშლაგით ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" აქამდე არასოდეს უთამაშიათ უელსის ნაკრებთან, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად მე-7 პოზიციაზეა, ხოლო საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-12 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული