გადაწყდა: 2018 წელს "ბორჯღალოსნები" იტალიას ეთამაშებიან!

AutoSharing Option
ლოს-ანჯელესში გამართულ "მსოფლიოს რაგბის" საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის ნოემბრის ტესტებზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ლაპარაკი ექვსი ერის ტურნირის გაფართოებასა და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე. ამასთან ერთად, განიხილება ვარიანტი ექვსი ერის უარესსა და ერთა თასის საუკეთესო გუნდებს შორის გადათამაშების მოწყობის თაობაზეც. ცხადია, 2019 წლის მსოფლიოს თასამდე ეს არ მოხერხდება, თუმცა გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით უკვე შეინიშნება.

"მსოფლიოს რაგბის" გადაწყვეტილება, იტალიის ნაკრებს ტესტებზე შეგვახვედროს, ვფიქრობთ, სწორედ ამას ემსახურება. იტალიელები, თითქოს, მუდმივად გაურბოდნენ ჩვენთან თამაშს. არც
"მსოფლიოს რაგბის" მმართველი ორგანო აიძულებდათ, მაინცდამაინც ჩვენთან მოესინჯათ ძალები. ამჯერად ყინული დაიძრა.

ერთი ესაა, იტალიელებს, სავარაუდოდ, სტუმრად შევხვდებით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ძალიან რთული შეხვედრა იქნება. რასაც ბოლო თამაშებში ვუყურე იტალიას ძალიან მომატებული აქვს. ჩემი აზრით 60-40% იტალიის სასარგებლოდ. იმედია ვცდები
0
წინ ბორჯგალოსნებო გამარჯვების სურვილით ბოლომდე ჯიგრიანი ბრძოლით მიზანს მივაღწევთ..
1
სიახლეები პოპულარული