მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე ფიჯი ავსტრალიაში გაიწვრთნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეტოქე, 2019 წლის მსოფლიოს თასზე, ფიჯის ეროვნული გუნდი ავსტრალიის ნაციონალური ლიგის გათამაშებაში დაუშვეს.

ფიჯელებმა ამ ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყეს და პირველ მატჩს 2 სექტემბერს "ბრისბენ სიტისთან" გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ჩემპიონატში ცხრა გუნდი ორ წრედ ითამაშებს, ოთხი საუკეთესო გუნდი კი ჩემპიონობაში პლეი-ოფში შეეცილება ერთმანეთს.

ფიჯის ნაკრები
შერკინება: ერონი მავი, ოსეა განალუ, ჯოელი ვეიტაიაკი, მოსესე დუცივაკი, სამუელა ნევა, კალივატი ტავაკე, მოსესე გავიდი, სამუ სუგუტურაგა, ჯალე სასენი, აპისაი ტაუიავუნა, ტიმოსი ტემო, სამუ საქივა, ჯალე რაილალია, პენი ნაულაგო, საკიუსა ნადრუკუ, ჯიუტა ტაკუბუ, ფილიმონი სერუ, მოსესე ვოკა, ვასიკალი მუდუ, კელევი ნაიმასი, პენი ვაქა.
უკანა ხაზი: ფრანკ ლომანი, სერუ კავუილატი, საკიუსა გავიდი, ალიფერეტი ვეიტოკანი, პეკელი ნაკებე, სირილ რიისე, ერონი ვასიტერი, ჯოსატეკი ტურუვა, ჯონ სტევარტი, ნამანი ტალემაიტოგა, იფერემი ტოვილევუ, აპეტე დავეტა, ერონი საუ, აპოროსა ტაბულავაკი, მელი ნაკარავა, აპისალომი ვაკატაბუ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეგ მგონი ფიჯის მე-4 ნაკრებია. მთელი ფიჯი ევროპაში ან სამხრეთში თამაშობს. მანდ ვინ უნდა იყოს? სპონსორი ყავთ? ცოტა გაუგებარი პროოექტია.
gogig
18:43 08-08-2017
0
ჩვენს გარდა ყველა რაღაცას ახერხებს
სოსო
18:01 08-08-2017
0
მემგონი "ზემოთ"ყველაფერს აკეთებენ რომ მსოფლიოზე მოგვიგონ;ჯერ სატესტო თამაშებიდან ჩამოგვაშორეს,ახლა ასეთ ტურნირზე დაუშვეს.
დათო
16:16 08-08-2017
0
ისედაც მაგრები იყვნენ და ეხლა რას იზამენ წარმომიდგენია, ჩვენ არ გვყავს მარტო პატრონი მგონი, ამის მერე ძნელი დიდი შედეგები მოთხოვო ბიჭებს 2019 ში
B-52
13:07 08-08-2017
0
რაღაც ჩვენც უნდა გავაკეთოთ დროულად, არ შეიზლება ერთ ადგილას გაჩერება.სასწრაფოდ არის ფრანჩიზი გასაკეთებელი.
0
სიახლეები პოპულარული