მომავლის პერსპექტივა: "ბორჯღალოსნები" ექვსი ერის ნაცვლად რაგბის ჩემპიონატში?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა აუგუსტინ პიშომ განაცხადა, რომ იაპონიის რაგბის ჩემპიონატის (სამხრეთ ნახევარსფეროს ოთხთა ტურნირი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა) ჩართვის მომხრეა, ისევე, როგორც საქართველოს ექვს ერში გაწევრიანების.

იაპონიის სავარაუდო მიღებას გამოეხმაურა ახალი ზელანდიის რაგბის ბოსი სტივ ტიუ:

"რაღაც ეტაპზე იაპონიის რაგბის ჩემპიონატში მიღების საკითხი აუცილებლად დადგება. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ეს გუნდი საკმარისად კონკურენტუნარიანი გახდება.

ამჟამად SANZAARიმაზე მუშაობს, რომ "სანვულვზი" ღირსეულად გამოვიდეს სუპერ რაგბის ჩემპიონატში, ეს არის პირველი ეტაპი და მათ ჯერ ეს
ნაბიჯი გადასადგამი აქვთ".

მართლაც, ტოკიოს "სანვულვზი" სუპერ რაგბის პირველობას შარშან დაემატა, როცა ტურნირი 18 გუნდამდე გაიზარდა. ორი სეზონის ჯამში იაპონურმა კლუბმა 30-დან მხოლოდ 3 შეხვედრა მოიგო. SANZAAR-მა მომავალი სეზონიდან ტურნირი 15 გუნდამდე დაიყვანა, თუმცა "სანვულვზი" შეჯიბრებაში დატოვა.

ტიუმ განაცხადა, რომ სწორედ იაპონია, რომელმაც ბოლო მსოფლიოს თასზე სენსაციურად დაამარცხა სამხრეთი აფრიკა 34:32, ითვლება ტურნირის გაფართოების პირველ კანდიდატად, მაგრამ ორგანიზატორებს სამომავლოდ თვალი სხვა ქვეყნებზეც უჭირავთ.

"იაპონიის ჩართვა ამ ტურნირი მხოლოდ დროის საქმეა, მაგრამ მხოლოდ ეს გუნდი არ არის, რომელზეც თვალი უნდა გვეჭიროს - ჩრდილოეთ ამერიკაში აშშ და კანადა, ევროპაში - საქართველო. როგორ მოვუნახოთ ამ გუნდებს რეგულარული ტურნირები, რომ ისინი მსოფლიოს თასზე რეალურ წინააღმდეგობას უწევდნენ ტოპნაკრებებს. აი, ეს საკითხები დგას დღის წესრიგში მსოფლიო რაგბის ორგანიზაციისთვის.

თუ ჩვენ ამ რეგიონში ვაპირებთ გაფართოვებას, მაშინ წყნარი ოკეანის წარმომადგენლებიც უნდა განვიხილოთ. მაგრამ მათაც დასამტკიცებელი აქვთ, რომ კონკურენტუნარიანები არიან", - განაცხადა ტიუმ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგა-ს
ეგ ფანტასტიკუს სფეროდან უფრო მგონია. უპირველესყოვლისა ფინანსების მხრივ. ნაკრების ოკეანეთში გაფრენა უზარმაზარ სახსრებთან არის დაკავშირებული. მით უფრო წელიწადში ორჯერ. თან ისინიც ხომ უნდა ჩამოვიდნენ. არა მგონია სამოას თავზე საყრელად ჰქონდეს ფული.
Irakliy
13:44 28-07-2017
0
ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე რეალური იქნება ახალი ჩემპიონატის დაარსება - 2 ევროპიდან (საქართველო + რუმინეთი, ურთიერთშეხვედრებში გავარდნით და ევროპა 3-ის დამატებით) 2 აზია ოკეანია (იაპონია, ან ფიჯი, ან სამოა, ან ტონგა, ბოლო ადგილოსანის გავარდნით და ახლის დამატებით) ამერიკა 1 (აშშ,ან კანადა,ან ურუგვაი ან .. ) აფრიკა 1 ... სულ 6 გუნდი თუნდაც 2 წელიწადში ერთხელ მიმოსვლით რომ ჩატარდეს ცუდი არიქნება
გოგა
09:04 28-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული