ნოემბრის ტესტები: ამერიკელებმა ოფიციალურად დაადასტურეს - 25-ში თბილისში მოდიან

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტებამდე 4 თვეღა რჩება, თუმცა საქართველოს ნაკრების მეტოქეთა შესახებ საბოლოო ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

- "ბორჯღალოსნებს" ნოემბრის ტესტებში მეტოქეები შეუცვალეს?

ყველაზე ადრე გაირკვა, რომ 18 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" ყოფილ "მილენიუმზე" უელსის ნაკრებს ესტუმრებიან. ამ დაპირისპირებას ცვლილება არ შეხებია.

სამაგიეროდ, თავიდან 11 და 25 ნოემბერს ორ საშინაო თამაშში ჯერ ტონგასა და ფიჯის ველოდით, შემდეგ კი "ვიკიპედიის" თანახმად მეტოქეები კანადითა და აშშ-ით შეიცვალა.

წყაროს სარწმუნოობაში ეჭვის შეტანა შესაძლებელია, თუმცა ორიოდე დღის წინათ, ამერიკის რაგბის კავშირის
საიტმა (usarugby.org) დაადასტურა, რომ 25 ნოემბერს "არწივები" ვაკის სტადიონზე გვესტუმრებიან.

სხვათა შორის, საქართველოსა და აშშ-ს მატჩის დრო თავიდან 11 ნოემბერი იყო მითითებული - ანუ ამერიკელები ტესტებს საქართველოში ვიზიტით იწყებდნენ, თუმცა ახლა ეს შეიცვალა და ისინი ტესტებს თბილისში ჩამოსვლით დაასრულებენ.

"18 ნოემბერს გერმანიას პირველად დავუპირისპირდებით ეროვნულ ნაკრებთა დონეზე, მატჩი ფრანკფურტში გაიმართება, ხოლო 25 ნოემბერს თბილისს ვესტუმრებით.

25-ში ბოლო ხუთ თვეში მეორედ ვხდებით "ბორჯღალოსნებს", რომლებიც მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან. ივნისში სტუმრობისას საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო კენესოუს საშტატო უნივერსიტეტის სტადიონზე - 21:17.

აქამდე "არწივებმა" ორჯერ ითამაშეს საქართველოში და ერთი მატჩი მოიგეს რუსთავში 2013 წელს", - წერს ამერიკული საიტი.

მოკლედ, 18 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ამბავი ოფიციალურად გარკვეულია - უელსს ვსტუმრობთ და შემდეგ შინ ამერიკას ვმასპინძლობთ.

ჯერ კიდევ გაურკვეველია 11 ნოემბრის მატჩის ამბავი - სავარაუდო მეტოქე ახლა კანადაა, თუმცა ახლა ეს დაპირისპირება "ვიკიპედიიდანაც" ამოღებულია.
აზერბაიჯანს ვეთამაშოთ. რაგბის მომავალი მათია.
გენადი
22:52 24-07-2017
0
იქნებ კანადაზე უკეთესს გამოვკრათ ხელი. მიდი რაგბის კავშირო - იაქტიურე!
Z.LO
21:38 24-07-2017
0
სიახლეები პოპულარული