დიდი 10: "ბაგრატი" - "აია" 5:45

AutoSharing Option
რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ქუთაისის ‘ბაგრატი’ დიდ 10-ს დაემშვიდობა და მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს.

ისე მოხდა, რომ მათი ბედი ოფიციალურად ქუთაისურ დერბიში გაირკვა. ‘აიას’ პირველი ადგილის დასაბრუნებლად, რაც მისთვის ფლეი ოფის ეტაპზე შედარებით მარტივი გზის მომტანი იქნება, ბონუს-ქულით მოგება ჭირდებოდა და თანაქალაქელი აუტსაიდერები არ დაინდო.

შეხვედრაში ორი ლელო გაიტანა ზურაბ ძნელაძემ, ჯამში 13 გაუხდა და საუკეთესო მელელოვეთა დავაში ‘ლოკომოტივის’ გარემარბ გიორგი შკინინს გაუტოლდა, რომელმაც გუშინ ასევე 2 ლელო გაიტანა.

‘აიამ’ პირველ ტაიმში 28 უპასუხო ქულა აიღო. ლელოები
გიორგი ტორაძემ, ძნელაძემ, ნიკა წივწივაძემ და თორნიკე მანაგაძემ გაიტანეს, ხოლო დავით ლოსაბერიძემ ოთხივე გარდასახა - 28:0.

შესვენებაზე ‘აიამ’ 5 ცვლილება განახორციელა, თუმცა სურათი არ შეცვლილა და ძნელაძე შკინინს დებიუტშივე გაუტოლდა. დავით ჩაუჩიძემ ერთი ლელო მალევე გაქვითა, დარჩენილ დროში კი შოთა არეშიძემ და მანაგაძემ გუნდს კიდევ 10 ქულა შესძინეს.

‘აია’ 45:5 მოგებით და 61 სატურნირო ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა, ხოლო ‘ბაგრატმა’ ზედიზედ მე-11 თამაში დათმო.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული