"ბათუმმა" ჯარი მოიარა - ქართული კლუბი ევროთასისთვის ძლიერდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი სექტემბრის პირველ დეკადაში დაიწყება. გუნდები, ცხადია, უკვე ემზადებიან მომავალი ბატალიებისთვის. ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, მაინც "ბათუმის" მზადებაა, რომელიც მომავალ სეზონში საქართველოს სახელს ევროასპარეზზე დაიცავს.

ბათუმელებმა ახალი სეზონის წინ საკმაოდ სერიოზული შევსება მიიღეს. თბილისის "ლელოდან" გუნდს დაემატა საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელსაც მსოფლიოს ორი თასის გამოცდილება აქვს. 2011 წელს ახალ ზელანდიაში ლაშამ არგენტინას ლელოც გაუტანა. 2015 წელს კი, სამწუხაროდ, ტრავმამ საშუალება არ მისცა, მოედანზე გასულიყო.

"ბათუმის" მეორე ხაზს გააძლიერებს ასევე ყოფილი ლელოელი სანდრო ქოიავა. საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი. უკანა ხაზში ბახვა კობახიძეს კიდევ ერთი ფეხჩუბინი, ყოფილი არმიელი ბექა ურჯუკაშვილი დაემატება. მატებაა პირველ ხაზშიც - ბექა მამრიკიშვილი და ტარიელ დონაძე ბათუმელთა შერკინებას საგრძნობლად გააძლიერებენ.

აღსანიშნავია, რომ სეზონისთვის მზადება "ბათუმმა" სენაკის სამხედრო ბაზაზე დაიწყო. სამხედროებმა მორაგბეებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს, რაც მიზნად სპორტსმენების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების დონის ამაღლებას
ისახავდა.

Sportall.Ge

ამჟამად, გუნდი მოედანზე ბურთით ვარჯიშობს და სხვადასხვა კომბინაციის დახვეწას ცდილობს. პირველი ტურის მატჩს "ბათუმი" სტუმრად, თბილისში გამართავს "არმაზთან".

შეგახსენებთ, რომ ევროთასებზე, უფრო სწორად, "ევროპული რაგბის კონტინენტურ ფარზე", რომელიც ჩელენჯ კაპის შესარჩევია, "ბათუმის" მეტოქეები რუმინული "ტიმიშოარა", გერმანული "ჰაიდელბერგი" და ორი იტალიური გუნდი, "როვიგო" და "ვიადანა" იქნებიან. ქართული გუნდი ამ ტურნირზე ასპარეზობას ოქტომბრიდან დაიწყებს.

ბათუმის შემადგენლობა
შერკინება: ზურაბ ერისთავი, ირაკლი კვანტიძე, მურმან ჯიჯავაძე, ბექა მამრიკიშვილი, შოთა გოგისვანიძე, ტარიელ დონაძე, ამირან მიქაძე, სანდრო ქოიავა, ზურაბ ბეჟანიძე, არჩილ ალიქაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, ვანო ფუტკარაძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი კორტავა, ნიკო ჯღამაძე, ნუკრი ფერსელიძე.
უკანა ხაზი: ზურაბ თუთბერიძე, ნიკა ნინიძე, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, დავით ტრაპაიძე, ბექა ტორაძე, გიორგი გოგიტიძე, ლადო მიმინოშვილი, ბახვა კობახიძე, დავით დოლიძე, ბექა ურჯუკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები ბათუმს!!!
ქართველი
00:17 16-08-2017
0
წარმატებები ბიჭებს.
სოსო
21:25 09-08-2017
0
წარმატებები ბათუმს იმედია გაგვახარებენ ევროასპარეზზე.
ბარაკა
23:36 08-08-2017
0
სიახლეები პოპულარული
დიდი 10
#
გუნდი
6
6
0
0
57
24
6
4
0
2
28
18
5
3
1
1
75
17
6
4
0
2
-1
17
6
3
0
3
28
16
6
2
1
3
-4
13
6
2
0
4
-4
9
6
1
0
5
-74
5