ჩავი: იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიასთან რევანშს ავიღებთ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებთან კონფედერაციათა თასის ფინალში მარცხის შემდეგ რევანშის აღება სურს.

- გამორიცხული არაა, მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში ბრაზილიის ნაკრებს შეხვდეთ და კონფედერაციათა თასის ფინალში განცდილი მარცხის გამო რევანში აიღოთ...

- იმედია, ეს გამოგვივა, მაგრამ რატომ არა ფინალში? რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია, ჩვენ კი რთული ჯგუფი გვყავს, თუმცა ბრაზილიასაც არ ჰყავს ადვილი ჯგუფი.

ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს რევანშის საშუალებას. იმედი მაქვს, ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მსოფლიოს
ჩემპიონატზე ჰოლანდიასთან, ჩილესა და ავსტრალიასთან ერთადაა, ხოლო ბრაზილია ხორვატიასთან, კამერუნსა და მექსიკასთან მოხვდა.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული