ფალკაოს ექიმი: რადამელი ბრაზილიაში თამაშს აპირებს და იმედია, შეძლებს

AutoSharing Option
რადამელ ფალკაოს ქირურგის, ხოსე კარლოს ნორონის თქმით, "მონაკოსა" და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელს ბრაზილიაში, 2014 წლის ზაფხულში გასამართ მუნდიალზე თამაშის შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის შეხვედრაში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და კლუბის წყაროს ცნობით, ის ექვსი თვით ფეხბურთს ჩამოშორდა.

თუმცა, ქირურგი, რომელიც ფალკაოს ოპერაციას 25 იანვარს გაუკეთებს, ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ვითარება რთულია, რადგან ტურნირის დაწყებამდე ხუთი თვე რჩება. თუმცა ფალკაოს კარგი ფიზიკური მდგომარეობა იმედს მაძლევს.

მართალია, დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რადამელი ყველაფერს გააკეთებს, რათა გამოჯანმრთელება მოასწროს.

თავად ფალკაო გულს არ იტეხს და დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. სხვა აზრი მისთვის მიუღებელია",
- აქვეყნებს ნორონის ნათქვამს Goal.com.

რაც შეეხება კოლუმბიის ნაკრებს, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე გუნდს საბერძნეთის, კოტ"დივუარისა და იაპონიის ნაკრებებთან მოუწევს ბრძოლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული