კარლოს ტევესი: მუნდიალზე მაინც ვერ მოვხვდები, გინდ 30 გოლი გავიტანო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ უხმობს მას არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია "ალბისელესტეს" რიგებში.

"ამ სეზონში 30 გოლიც რომ გავიტანო, მაინც არ მგონია, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე, არგენტინის ნაკრების განაცხადში მოხვედრის შანსი მივიღო.

ეს ისედაც ნათელია და არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, გულშემატკივრებს მე რამე უნდა ავუხსნა. საერთოდ, მე არ უნდა ვლაპარაკობდე იმაზე, თუ რატომ ვერ ვთამაშობ არგენტინის ნაკრებში.

რაც ყველაზე სამწუხაროა, ნაკრებში გამოსვლაზე ჩემი ბოლო მოგონება 2011 წელს, ამერიკის თასზე ურუგვაისთან გაცუდებულ პენალტს უკავშირდება"
, - თქვა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული