ლუიშ ფელიპე სკოლარი: ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველას აქვს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის თითქმის შეარჩია 23 კანდიდატი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულები ჯგუფში ხორვატიასთან, მექსიკასთან და კამერუნთან მოხვდნენ.

"თავიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრი კანდიდატების სია 45 ფეხბურთელისგან შედგებოდა. ახლა 25 დარჩა. არჩევანის გაკეთება რთული იქნება.

კმაყოფილი ვარ მიღწეულით, მაგრამ ეს ზღვარი არაა. უფრო მეტი მატჩი უნდა ვნახო და შესაძლოა, სიას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატოს.

ფეხბურთელებს ვაკვირდებით და ყველას აქვს შანსი, ნაკრებში მოხვდეს. შესაძლოა, რამდენიმე სიურპრიზი შემოგთავაზოთ.

ბევრს არ სჯერა, რომ ბრაზილია მსოფლიოს
ჩემპიონი გახდება. სამშობლოში ვთამაშობთ და სხვანაირად ფიქრის უფლება არ გვაქვს, წარმატების იმედი უნდა გვქონდეს",
- თქვა სკოლარიმ.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული