დღეს ბრაზილიაში წილისყრაა: მუნდიალის 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება

AutoSharing Option
6 დეკემბერს ბრაზილიის კურორტ კოსტა დო საუიპეს მცხუნვარე მზის თანხლებით გასამართ საზეიმო ცერემონიალზე შევიტყობთ 2014 წლის მუნდიალის ჯგუფების შემადგენლობებს.

ცერემონიალი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "I არხი" შემოგვთავაზებს.

მოკლედ, დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრაზილიისკენაა, პირველ რიგში კი, იმ 32 ქვეყნისკენ, რომლის წარმომადგენლებიც ივნის-ივლისში მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ფორუმზე მოხვდნენ.

რომ არ გაგვიგრძელდეს, პირდაპირ კალათებზე გადავიდეთ. პირველ კალათაში ოქტომბრის რეიტინგით საუკეთესო 7 ნაკრები და ბრაზილიაა განთესილი.

მე-2 კალათაში მხოლოდ 7 გუნდია: 5 აფრიკული და 2 სამხრეთამერიკული.

მე-3 კალათაში
აზიის (ავსტრალია აზიიდან მოხვდა მუნდიალზე) და ჩრდილოეთ ამერიკის 4-4 წარმომადგენელია.

მე-4 კალათაში კი 9 გუნდია, ცხრავე ევროპული.

კენჭისყრა დაიწყება მე-4 კალათიდან ერთი ბურთულის ამოღებით. ამ ქვეყნის ნაკრები გადაინაცვლებს მე-2 კალათაში. გუნდების რაოდენობა ყველგან გათანაბრდება.

იმის გამო, რომ არ მოხდეს ერთ ჯგუფში 3 ევროპული ნაკრების მოხვედრა, შემდეგ პროცედურას ჩაატარებენ: 4 სამხრეთამერიკულ განთესილ ნაკრებს (ურუგვაი, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია) X კალათაში მოათავსებენ. სწორედ აქედან ამოიღებენ ერთ ბურთულას და დაუწყვილებენ მეორე კალათის ევროპულ ნაკრებს.

კენჭისყრა პირველი კალათიდან დაიწყება და ნუმერაციით გაჰყვება. განთესილი გუნდები თავიანთ ჯგუფებში ნომერ პირველ ადგილს მიიღებენ, სხვებისთვის კი დამატებითი კენჭისყრა ჩატარდება. ბრაზილიის ნაკრები აუცილებლად A ჯგუფში უნდა იყოს პირველ პოზიციაზე.

კალათები:
1
ესპანეთი
გერმანია
არგენტინა
კოლუმბია
ბელგია
ურუგვაი
შვეიცარია
ბრაზილია

2
ჩილე
ეკვადორი
კოტ-დივუარი
განა
ალჟირი
ნიგერია
კამერუნი

3
იაპონია
ირანი
ს. კორეა
ავსტრალია
აშშ
მექსიკა
კოსტა რიკა
ჰონდურასი

4
ჰოლანდია
იტალია
ინგლისი
პორტუგალია
საბერძნეთი
ბოსნია
ხორვატია
რუსეთი
საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014: რა, სად, როდის
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული