მუნდიალი 2014

ბრაზილიამ მუნდიალის ფორმა წარადგინა

AutoSharing Option
მომავალ ზაფხულს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ტრადიციული ფორმით წარდგება - ყვითელი მაისურებით, ლურჯი ტრუსებით და თეთრი წინდებით.

ახალი ფორმის წარდგენა რიო დე ჟანეიროში მოხდა. ფორმა ნეიმარმა, პაულინიომ, დავიდ ლუისმა და სხვებმა გამოამზეურეს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ახალი ფორმა საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა წარადგინა.