მუნდიალი 2014. საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი: მექსიკა ზედიზედ მეექვსედ

AutoSharing Option
საშინელი საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც კარგად დასრულდა და მექსიკა გახდა 31-ე ნაკრები, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა.

ის, რომ "აცტეკები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდნენ, პირველი მატჩის შემდეგაც ცნობილი იყო, მაგრამ ოფიციალურად ყველაფერი გუშინ გაფორმდა. ველინგტონში გამართული მატჩის გმირი ორიბე პერალტა გახდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ამჯერად კი ის ჰეთთრიქის ავტორად მოგვევლინა.

ზელანდიელებმა ბოლო 10 წუთში, 0:3-ზე გამოიღვიძეს, მაგრამ მატჩის ბოლო ბურთი მაინც მექსიკელებმა გაიტანეს - კარლოს პენიამ ეროვნულ გუნდში თავისი სადებიუტი ბურთი შეაგდო. საბოლოოდ, 2:4, ორი მატჩის ჯამში კი 9:3 მექსიკის სასარგებლოდ.
კონკაკაფის წარმომადგენლები მთავარ საფეხბურთო ფორუმზე ზედიზედ მეექვსედ, სულ კი მე-15-ედ ითამაშებენ.

გვიან დასრულდა ურუგვაის და იორდანიას შეხვედრა, თუმცა ამ წყვილში ისედაც ყველაფერი გადაწყვეტილია. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაიმართა, ურუგვაის გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე 32-ვე გუნდი ამ მატჩამდეც ცნობილი იყო.

ახ. ზელანდია-მექსიკა 2:4 (1:5)
გოლები: 0:1 ო. პერალტა (14), 0:2 ო. პერალტა (29), 0:3 ო. პერალტა (33), 1:3 ჯეიმსი (80-პენ), 2:3 ფელონი (83), 2:4 პენია (86)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ურუგვაი და მექსიკა ბრაზილიაში არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული