მუნდიალი 2014

ზღვა სიხარული, რომელიც საქართველოს ვერ ეღირსა [VIDEO]

AutoSharing Option
15 ოქტომბერს ევროპაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის საგზური 9 ევროპულმა ქვეყანამ გაინაღდა (იხილეთ ვრცლად).

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს ისტორია "შტუტგარტის" ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმა შეუქმნა - მისი ერთადერთი გოლის წყალობით სლავებმა სტუმრად ლიტველები დაამარცხეს და პირველ ადგილზე დაასრულეს შესარჩევი ციკლი.

ის, რაც 15 ოქტომბრის საღამოს სარაევოს ქუჩებში ხდებოდა, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია და თანაც, ამისთვის ვიდეო არსებობს. ჩვენი კი, ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ "თეთრი შურით" შევხედოთ მუნდიალის საგზურის მოპოვებით გაბედნიერებულ გულშემატკივართა არმიას.

ეჰ, ნეტავ, თბილისის ქუჩებში როდის
დადგება მსგავსი დღესასწაული?..
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge