ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი: პლეი ოფში იორდანიასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკის ზონაში, შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩში ურუგვაისა და არგენტინის ნაკრებთა მატჩი გაიმართა.

მონტევიდეოში ურუგვაელებმა 3:2 იმარჯვეს და მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად ნოემბერში პლეი ოფში ითამაშებენ.

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდის მეტოქე იორდანიის ნაკრები იქნება.

არგენტინელი მაქსი როდრიგესის დუბლის საპირისპიროდ ურუგვაელებმა სამი გაიტანეს - თავი კრისტიან როდრიგესმა, ლუის სუარესმა და ედინსონ კავანიმ გამოიჩინეს.

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი (ურუგვაი): "მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩით ჩვენ მუნდიალის საგზურს ვერ მოვიპოვებდით, არგენტინაზე გამარჯვება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს - ეს გუნდი ჩვენი კლასიკური მეტოქეა.

არგენტინელებთან დაპირისპირება ყოველგვარი ინტრიგის
გარეშეც ძალიან საინტერესოა. გამარჯვებას მნიშვნელობა ჰქონდა იორდანიასთან თამაშისწინა განწყობისთვისაც.

არ უნდა მივუდგეთ საქმეს აგდებით. იორდანიის შესწავლა დავიწყეთ, ყურადღებით უნდა ვიყოთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: რუსეთი, ბოსნია, ინგლისი და ესპანეთი მუნდიალზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული