მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: რუსეთი, ბოსნია, ინგლისი და ესპანეთი მუნდიალზე [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპაში დასრულდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ფაზა - ჯგუფური ეტაპი.

ცხრავე ჯგუფი დალაგდა და ჯგუფების გამარჯვებულებმა მიიღეს მუნდიალის საგზური: ბელგიას, იტალიას, გერმანიას, ჰოლანდიასა და შვეიცარიას, რომელთაც წინასწარ ჰქონდათ ბრაზილიის საგზური დაბევებული, შეუერთდნენ რუსეთი, ბოსნია, ინგლისი და ესპანეთი.

მეორეადგილოსანთაგან უიღბლო გამოდგა დანიის ნაკრები, რომელსაც ყველაზე ცოტა ქულა დაუგროვდა კონკურენტებს შორის (ჯგუფში მე-6 ადგილზე გასულ ნაკრებებთან თამაშები არ ითვლება) - 10. დანია ბრაზილიაში ვერ წავა.

21 ოქტომბერს პლეი ოფის კენჭისყრაა.

A ჯგუფი
პირველი ადგილი ბელგიელებს ჰქონდათ განაღდებული, მეორე კი
- ხორვატებს. თუმცა ხორვატიის ნაკრებისთვის პლეი ოფში ვერმოხვედრის საშიშროება არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდა: ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

სერბეთი-მაკედონია 5:1
გოლები: 1:0 რისტოვსკი (16-საკ. კარში), 2:0 ბასტა (19), 3:0 კოლაროვი (38-პენ), 4:0 ტადიჩი (54), 5:0 შჩეპოვიჩი (73), 5:1 იაჰოვიკი (83)
სერბეთი (4-3-2-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ნასტასიჩი, რუკავინა (84. ტრაიკოვიჩი), კოლაროვი - ბასტა, მატიჩი, მილივოიევიჩი (76. პეტროვიჩი) - ტადიჩი, ტოშიჩი - ჯორჯევიჩი (62. შჩეპოვიჩი).
მაკედონია (4-1-4-1): პაკოვსკი - რისტოვსკი, ნოვესკი, გრნჩაროვი, ალიოსკი - დემირი (56. ბაბუნსკი) - რანდელოვიჩი, იბრაიმი (46. ტრაიკოვსკი), ივანოვსკი (82. იაჰოვიკი), სტიეპანოვიჩი - კოსტოვსკი.
მაყურებელი: 12 000

შოტლანდია-ხორვატია 2:0
გოლები: 1:0 სნოდგრასი (28), 2:0 ნეისმიტი (73)
შოტლანდია (4-4-2): მაკგრეგორი - ჰატონი, მარტინი, ჰენლი, მულგრიუ - მორისონი, ბრაუნი, ბენანი (89. ბურკი), ენია (77. დორენსი) - ნეისმიტი, სნოდგრასი (82. მაკარტური).
ხორვატია (4-3-1-2): პლეტიკოშა - ვიდა, ლოვრენი, ჩორლუკა, შტრინიჩი - კრანჩარი (69. პერიშიჩი), ვუკოიევიჩი, სრნა - მოდრიჩი - კალინიჩი (59. ედუარდო), მანჯუკიჩი (80. იელავიჩი).
მაყურებელი: 45 000

ბელგია-უელსი 1:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (64), 1:1 რემსი (88)
ბელგია (4-1-4-1): კურტუა - ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი (72. ვერტონგენი), ვერმაელენი, პოკონიოლი - ვიტსელი - დე ბრუინი, დემბელე, ჩადლი (58. აზარი), მირალიაში (78. ბაკალი) - ლუკაკუ.
უელსი (4-3-3): ჰენესეი - რიჩარდსი, გუნტერი, კოლინზი (57. ჯ. ვილსონი), ტეილორი - ვოგენი, რემსი, კინგი - რობსონ-კანუ (87. ჰ. ვილსონი), ჩარჩი (70. ვოკსი), ბელამი.
მაყურებელი: 25 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 10 8 2 0 18-4 26
2. ხორვატია 10 5 2 3 12-9 17
3. სერბეთი 10 4 2 4 18-11 14
4. შოტლანდია 10 3 2 5 8-12 11
5. უელსი 10 3 1 6 9-20 10
6. მაკედონია 10 2 1 7 7-16 7

B ჯგუფი
სომხებმა მორიგი გმირობა ჩაიდინეს! იტალიაში ფრე (თუნდაც უმოტივაციო "სკუადრა აძურასთან") სომხეთის ნაკრებისთვის კიდევ ერთი სერიოზული მიღწევაა. თანაც, ჩვენი მეზობლები ჩეზარე პრანდელის გუნდს ორჯერ უგებდნენ, საბოლოოდ კი შეხვედრა 2:2 დასრულდა.

გამოიცანით, რომელმა ფეხბურთელებმა გაუტანეს გოლები "აძურის" - რა თქმა უნდა, მოვსისიანმა და მხითარიანმა. პრანდელის გუნდი სირცხვილისგან მარიო ბალოტელიმ იხსნა.


დანიამ მალტა 6:0 გაანადგურა და მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ დანიელები ცხრიდან რვა საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის ვერ მოხვდნენ და პლეი ოფში არ ითამაშებენ. დანია ამ შესარჩევი ციკლის ყველაზე უიღბლო გუნდია.

ბულგარეთი-ჩეხეთი 0:1
გოლი: 0:1 დოკალი (52)
ბულგარეთი (4-1-4-1): სტოიანოვი - მინევი, ი. მილანოვი, ივანოვი, ზანევი - გაძევი - მანოლევი, გარგოროვი (56. მარკინიოსი), გ. მილანოვი (46. რანგელოვი), პოპოვი - ჰრისტოვი (73. სლავჩევი).
ჩეხეთი (4-1-3-2): ჩეხი - რაიტორალი, მაზუხი, სუხი, კადლეცი - ჰიუბშმანი - დოკალი (84. ვანეკი), პლაშილი, ირაჩეკი (91. ჰუსბაუერი) - კოზაკი, კადლეცი (90. ლაფატა).
გაძევება: ზანევი (76. ბულგარეთი)
მაყურებელი: 25 000

დანია-მალტა 6:0
გოლები: 1:0 მ. რასმუსენი (8), 2:0 აგერი (11-პენ), 3:0 ბიელანდი (28), 4:0 აგერი (39-პენ), 5:0 მ. რასმუსენი (74), 6:0 ნიელსენ ბილე (84)
დანია (4-4-2): შმაიხელი - ანკერსენი, აგერი, დელანეი, ბიელანდი - კვისტი, ერიკსენი (53. კუსკი), სლოთი (65. ანდრეასენი), ლარსენი - კრონ-დელი, მ. რასმუსენი (75. ნილსენ ბილე).
მალტა (4-3-2-1): ჰაბერი - ა. მუსკატი, აგიუსი, კამილერი, ფაილა - ერერა (82. ფენეხი), ბრიფა, რ. მუსკატი - მინტოფი, შემბრი - მიფსუდი.
მაყურებელი: 11 478

იტალია-სომხეთი 2:2
გოლები: 0:1 მოვსისიანი (6)1:1 ფლორენცი (24), 1:2 მხითარიანი (70), 2:2 ბალოტელი (76)
იტალია (4-2-3-1): მარკეტი - აბატე, ასტორი, ბონუჩი, პასკუალი - აკვილანი (73. როსი), პირლო - ფლორენცი (60. კანდრევა), მონტოლივო, ინსინიე - ოსვალდო (54. ბალოტელი).
სომხეთი (4-2-3-1): ბერეზოვსკი - მკოიანი, აროიანი, არზუმანიანი, ჰაირაპეტიანი (63. ჰოვჰანისიანი) - მკრტჩიანი, იედიგარიანი (91. პიცელი) - იოზბილიზი (78. სარქისოვი), მხითარიანი, ღაზარიანი - მოვსისიანი.
მაყურებელი: 60 240
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 10 6 4 0 19-9 22
2. დანია 10 4 4 2 17-12 16
3. ჩეხეთი 10 4 3 3 13-9 15
4. ბულგარეთი 10 3 4 3 14-9 13
5. სომხეთი 10 4 1 5 12-13 13
6. მალტა 10 1 0 9 5-28 3

C ჯგუფი
ამ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდების ვინაობა გარკვეული იყო და სწორედ ამ გუნდებმა დადგეს მორიგი სპექტაკლი - შვედეთი გერმანიას 2:0-ს უგებდა და და 3:5 დამარცხდა.

გეხსომებათ, ამ გუნდებს შორის გერმანიაში 4:4 დაფიქსირდა. ბუნდესგუნდიდან საუკეთესო ანდრე შიურლე გახლდათ, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა.

შვედეთი-გერმანია 3:5
გოლები: 1:0 ჰისენი (6), 2:0 კაჩანიკლიჩი (42), 2:1 იოზილი (45), 2:2 გიოტცე (53), 2:3 შიურლე (57), 2:4 შიურლე (66), 3:4 ჰისენი (69), 3:5 შიურლე (76)
შვედეთი (4-2-2-2): ვილანდი - ბენგტსონი, ნილსონი, ანტონსონი, მარტინ ოლსონი - რ. ელმი (59. ა. სვენსონი), კალსტრიომი - ლარსონი, კაჩანიკლიჩი (73. დურმაზი) - ჰისენი, ტოივონენი (84. ვერნბლუმი).
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, ჰუმელსი, იანსენი - შვაინშტაიგერი, ტ. კროოსი - თ. მიულერი (45. გიოტცე), იოზილი (82. დრაქსლერი, შიურლე - მ. კრუზე (75. ჰიოვედესი).
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ფარერები-ავსტრია 0:3
გოლები: 0:1 ივანშიტცი (17), 0:2 პრიოდლი (64), 0:3 ალაბა (67-პენ)
ფარერები (4-3-2-1): ნილსენი - ნაესი, ი. დავიდსენი, ბალდვინსონი, ვ. დავიდსენი - ჰოლსტი (71. მოურიტსენი), ბენიამინსენი, იუსტინუსენი - ჰანსონი, ს. ოლსენი (82. ედმუნდსონი) - კლეტსკარდი (74. კ. ოლსენი).
ავსტრია (3-4-3): ლინდნერი - პრიოდლი (81. ორტლეხნერი), პოგატეცი, დრაგოვიჩი - კავლაკი, ივანშიტცი, კლაინი, ფუხსი (72. სუტნერი) - ჰარნიკი (73. ზაბიტცერი), ჰოსინერი, ალაბა.
მაყურებელი: 3 100

ირლანდია-ყაზახეთი 3:1
გოლები: 0:1 შომკო (13), 1:1 რობი კინი (17-პენ), 2:1 ო’ში (26), 3:1 შომკო (78-საკ. კარში)
ირლანდია (4-3-3): ფორდი - კოულმენი, ო’ში, დანი, ვილსონი - გიბსონი (37. უელანი), რეიდი (75. მაკგიდი), მაკარტი - დოილი, რობი კინი, სტოუკსი (87. ჰულაჰანი).
ყაზახეთი (4-2-3-1): სიდელნიკოვი - ენგელი, გურმანი, დმიტრენკო, კისლიცინი (32. ფინონჩენკო) - კორობკინი, კარპოვიჩი (84. შაბალინი) - შჩეტკინი (61. იურინი, აიზანოვი, შომკო - ხიზნიჩენკო.
მაყურებელი: 20 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 10 9 1 0 36-10 28
2. შვედეთი 10 6 2 2 19-14 20
3. ავსტრია 10 5 2 3 20-10 17
4. ირლანდია 10 4 2 4 16-17 14
5. ყაზახეთი 10 1 2 7 6-21 5
6. ფარერები 10 0 1 9 4-29 1

D ჯგუფი
D ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა წინდაწინ იყო ცნობილი. პლეი ოფში გასვლა კი 15 ოქტომბრამდე ერთბაშად სამ გუნდს შეეძლო.

პირველადგილოსანმა ჰოლანდიამ "ფეარ პლეის" წესები დაიცვა, თურქეთს გასვლაზევე სძლია და ჯგუფში ჩატოვა, რითაც რუმინეთმა ისარგებლა. კარპატელებს დიდ ტურნირზე რა ხანია, არ უთამაშიათ.

საინტერესოა, რომ დასკვნითი ტური სამივე წყვილმა ერთნაირი ანგარიშით დაასრულა.


უნგრეთი-ანდორა 2:0
გოლები: 1:0 ნიკოლიჩი (52), 2:0 ნიკოლიჩი (76)
უნგრეთი (4-2-3-1): კირაი - ვანცაკი, დევეჩერი (46. ვარგა), მესაროში, ლიპტაკი (46. კორჩმარი) - კომანი, შტიბერი - ელეკი, ჯუჯაკი, ნიკოლიჩი - ჟალაი (75. ნემეტი)
ანდორა (4-2-3-1): პოლი, სან-ნიკოლა, სონეჰე, ე. გარსია, ლიმა სოლა, მ. ვიეირა, მარტინესი, პეპე (79. ხ. ვიეირა), რიერა (63. მორეირა), ლორენცო (86. კლემენტე), მ. გარსია
მაყურებელი: 25 000

რუმინეთი-ესტონეთი 2:0
გოლები: 1:0 მარიკა (30), 2:0 მარიკა (81)
რუმინეთი (4-2-3-1): ტეტერუშანუ - მატელი, გოიანი, გარდოში, რაცი - ბურჩანუ, ლაზარი (79. ჰობანი) - ტენასე, სტანკუ (46. გროზავი), მარიკა - ბუკური (57. ტორშე)
ესტონეთი (4-4-1-1): პარეიკო - იაგერი, რეინტამი, რ. კლავანი, ტენისტე - დმიტრიევი, ვასილიევი, კინკი, პური (59. ოჟამაა) - ლინდპერე (75. კრუგლოვი), - ზენიოვი (46. ანიერი)
მაყურებელი: 40 000

თურქეთი-ჰოლანდია 0:2
გოლები: 0:1 რობენი (8), 0:2 სნეიდერი (47)
თურქეთი (4-4-2): დემირელი - კაია, კალდირიმი, გონული, თოფრაკი - ინანი (74. თოსუნი), თურანი, თოფალი, ადინი (56. თორე) - ილმაზი (56. შაჰანი), ბულუთი
ჰოლანდია (4-3-3): სილესენი - იანმატი, ვლაარი, დ. ბლინდი, ინდი (46. ბრუმა) - კლასი, ფერი, სნეიდერი - ლენსი (83. დეპაი), რობენი, ვან პერსი (46. კუიტი)
მაყურებელი: 53 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 10 9 1 0 34-5 28
2. რუმინეთი 10 6 1 3 19-12 19
3. უნგრეთი 10 5 2 3 21-20 17
4. თურქეთი 10 5 1 4 16-9 16
5. ესტონეთი 10 2 1 7 6-20 7
6. ანდორა 10 0 0 10 0-30 0

E ჯგუფი
E ჯგუფში მოხდა ის, რასაც შესარჩევის დაწყებამდე ძნელად თუ წარმოვიდგენდით.

წუხელ შვეიცარიამ სლოვენია დაამარცხა, ისლანდიამ კი ნორვეგიაში ქულა აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნძულელებს არსებობის ისტორიაში პირველად მიეცემათ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი. მთავარია, პლეი ოფში ის კენჭისყრამ არ გაწიროს.

კვიპროსი-ალბანეთი 0:0
კვიპროსი (4-4-2): გეორგალიდესი - ჟუნიორი, მიტიდისი (65. პავლუ), ხარალამბუსი, სოტირიუ (86. ავრაამი) – ალექსანდრუ (46. ალონეფტისი), ვასილიუ, ეფრემი, დემეტრიუ - ლაბანი, ნიკოლაუ
ალბანეთი (4-4-2): ბერიშა - ლილა, ცანა, აგოლი, ბულკუ (72. აბრაში) - მავრაი, ჰიკა (72. მეჰმეტი), კაცე, სალიჰი (87. ბალაი) - რამა, როში
მაყურებელი: 12 000

ნორვეგია-ისლანდია 1:1
გოლები: 0:1 სიგტორსონი (12), 1:1 ბრაატენი (30)
ნორვეგია (4-4-2): იარსტეინი - ჰოგლი, რეგინიუსენი, ჰანგელანდი, ლ. აბდელაუი - ტეტი, იოჰანსენი, სკეიბრედი (86. იონსენი), ელიუნუსი - კამარა (56. ბერიშა), ბრაატენი (73. მ. აბდელაუი)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი -ბიარნასონი, გ. სიგურდსონი, გუნარსონი, გუდმუნდსონი (90+2. გისლასონი) - სიგტორსონი, ე. გუდიონსენი (59. ფინბოგასონი)
მაყურებელი: 22 000

შვეიცარია-სლოვენია 1:0
გოლები: 1:0 ჩაკა (74)
შვეიცარია (4-4-1-1): ზომერი - ჯურუ, ლანგი, სენდეროსი, ციგლერი - ინლერი, ბარნეტა (73. კასამი), ჯემაილი - მეჰმედი (87. ფერნანდესი) - სეფეროვიჩი (71. დერდიოკი)
სლოვენია (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი - შტრუნა, ილიჩი, სეზარი, ბრეჩკო - კურტიჩი, მერტელი (79. ლიუბიანკიჩი), კამპლი (86. ლაზარევიჩი) - კირმი, პეჩნიკი (43. მატავზი), - ნოვაკოვიჩი
მაყურებელი: 30 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 10 7 3 0 17-6 24
2. ისლანდია 10 5 2 3 17-15 17
3. სლოვენია 10 5 0 5 14-11 15
4. ნორვეგია 10 3 3 4 10-13 12
5. ალბანეთი 10 3 2 5 9-11 11
6. კვიპროსი 10 1 2 7 4-15 5

F ჯგუფი
F ჯგუფში უკანასკნელმა სათამაშო დღემ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 10 კაცით დარჩენილმა აზერბაიჯანმა რუსებთან უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა.

მეორე ადგილზე პორტუგალიის ნაკრები გავიდა,
რომელიც პლეი ოფში განთესილია და შესაბამისად, ბრაზილიის საგზურისთვის გრანდთან ბრძოლა არ უნდა დასჭირდეს.

აზერბაიჯანი-რუსეთი 1:1
გოლები: 0:1 შიროკოვი (16), 1:1 ჯავადოვი (90)
აზერბაიჯანი (4-2-3-1): აგაევი - ლევინი, შუქუროვი, ალაჰვერდიევი, სადიჰოვი - აბიშოვი, მედვედევი - ალიევი, აბდულაევი (79. ამირგულიევი), ისმაილოვი (46. კარაიევი) - დადაშოვი (83. ჯავადოვი)
რუსეთი (4-1-4-1): აკინფეევი - კოზლოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი – გლუშაკოვი - ფაიზულინი (46. შატოვი), შიროკოვი, სამედოვი (82. მამაევი), კოკორინი - კერჟაკოვი
გაძევება: მედვედევი (73)
მაყურებელი: 15 000

ისრაელი-ჩრ. ირლანდია 1:1
გოლები: 1:0 ბენ ბასატი (43), 1:1 დევისი (72)
ისრაელი (4-2-3-1): ავატი - დავიდაძე, ტ. ბენ-ჰაიმი I (46. კინანი), ტიბი, მეშუმარი - იეინი, ნათჰო - მიკელსონი, ზაჰავი (71. ტ. ბენ-ჰაიმი II), რაფაელოვი (79. შეხტერი) - ბენ-ბასატი
ჩრ. ირლანდია (4-2-3-1): კეროლი - ჰოდსონი, მაკარდლი, კეტკარტი, ლაფერტი (78. ს. ფერგიუსონი) - ბერდი, ევანსი (24. ბრანტი) - მაკგინი (65. ვორდი), დევისი, კლინგანი - პატერსონი
მაყურებელი: 30 000

პორტუგალია-ლუქსემბურგი 3:0
გოლები: 1:0 ვარელა (30), 2:0 ნანი (36), 3:0 პოშტიგა (78)
პორტუგალია (4-3-2-1): პატრისიუ - კოენტრაუ (75. ანტუნეში), რ. კოშტა (59. სერენო), ნეტუ, ა. ალმეიდა - ველოზუ (58. უ. ალმეიდა), მოუტინიო, ჟოზუე - ნანი, ვარელა - პოშტიგა
ლუქსემბურგი (4-3-2-1): ჟუბერი - იენიში, ფილიპსი, იანსი, ლატერცა (71. ლუისი) - მუტში, და მოტა (82. მარტინო), ჟერსონი - ბენსი, ჟოაკიმი - პაიალი (61. პეტერსი)
გაძევება: - ჟოაკიმი (29)
მაყურებელი: 25 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 10 7 1 2 20-5 22
2. პორტუგალია 10 6 3 1 20-9 21
3. ისრაელი 10 3 5 2 19-14 14
4. აზერბაიჯანი 10 1 6 3 7-11 9
5. ჩრდ. ირლანდია 10 1 4 5 9-17 7
6. ლუქსემბურგი 10 1 3 6 7-26 6

G ჯგუფი
"შტუტგარტის" ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს ისტორია შეუქმნა - მისი ერთადერთი გოლის წყალობით სლავებმა სტუმრად ლიტველები დაამარცხეს და პირველ ადგილზე დაასრულეს შესარჩევი ციკლი.

მართალია, ბოსნიელთა კონკურენტმა საბერძნეთმა მოიგო, მაგრამ იმ ანგარიშით ვერა, რომ პირველი ადგილი მოეპოვებინა. ბერძნებს ლიხტენშტაინისთვის კიდევ 17 გოლი უნდა გაეტანათ. ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი იყო.

საბერძნეთი-ლიხტენშტაინი 2:0
გოლები: 1:0 სალპინგიდისი (7), 2:0 კარაგუნისი (81)
საბერძნეთი (4-1-2-3): კარნეზისი - ვინტრა, კაცურანისი, სიოვასი, ოლებასი - კონე (46. სამარისი) - ციოლისი, კარაგუნისი - სალპინგიდისი, მიტროგლუ (86. ანასტასიადისი), სამარასი (70. ხრისტოდოლოპულოსი)
ლიხტენშტაინი (4-1-4-1): იელე - ა. კრისტენი (82. ერნი), კაუფმანი, შტოკლასა, ოირი - ვიზერი - დ. ჰასლერი (91. ილდიზი), პოლვერინო, ნ. ჰასლერი, ბურგმაიერი - მ. კრისტენი
მაყურებელი: 16 086

ლიტვა-ბოსნია 0:1
გოლი: 0:1 იბიშევიჩი (68)
ლიტვა (4-4-2): არლაუსკისი - ვიციუსი, კიანსკასი, ზალიუკასი, ვაიტკუნასი - რაზიულისი (78. მატულევიჩიუსი), ვალსკისი (69. მიკოლიუნასი), ბოროვსკი, პანკა - კალონასი, სირგედასი (85. ჩერნიხი)
ბოსნია (4-3-1-2): ბეგოვიჩი - ზაჰიროვიჩი (70. ვრსაევიჩი), ბიჩაკჩიკი, სპაჰიჩი, სალიჰოვიჩი - პიანიჩი, მედუნიანინი, ლულიჩი - მისიმოვიჩი- ჯეკო, იბიშევიჩი
მაყურებელი: 8 000

ლატვია-სლოვაკეთი 2:2
გოლები: 0:1 იაკუბკო (9), 0:2 სალატა (16), 1:2 საბალა (47), 2:2 როდე (92)
ლატვია (4-1-4-1): კოლინკო - როდე, გორკსი, ბულვიტსი, მაქსიმენკო - ლაიზანსი (53. ზიუზინსი) - კოვალოვსი, ფერტოვსი, ლაზდინგსი, საბალა - ვიშნიაკოვსი (85. ვერპაკოვსკისი)
სლოვაკეთი (4-4-2): კოზაჩიკი - სვეტნო, პეკარიკი, დურიცა, სალატა - იენდრიშეკი, კუჩკა (86. პეჩოვსკი), შესტაკი (62. გუედე), კონა - იაკუბკო (56. ბაკოში), დურისი
მაყურებელი: 3 813

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 10 8 1 1 30-6 25
2. საბერძნეთი 10 8 1 1 12-4 25
3. სლოვაკეთი 10 3 4 3 11-10 13
4. ლიტვა 10 3 2 5 9-11 11
5. ლატვია 10 2 2 6 10-20 8
6. ლიხტენშტაინი 10 0 2 8 4-25 2

H ჯგუფი
ინგლისის ნაკრები მუნდიალზეა! როი ჰოჯსონის გუნდის წაფორხილებას "უემბლიზე" ტყუილად ელოდნენ უკრაინელები, რომლებმაც ევროპის უსუსტეს ნაკრებ სან მარინოს (10 მარცხი, 1:54 ბურთების სხვაობა) ასტრონომიული ანგარიშით მოუგეს.

უეინ რუნის და სტივენ ჯერარდის გოლების წყალობით ფეხბურთის სამშობლო არ დააკლდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს.

სან მარინო-უკრაინა 0:8
გოლები: 0:1 სელეზნიოვი (13-პენ), 0:2 დევიჩი (15), 0:3 სელეზნიოვი (20), 0:4 დევიჩი (51), 0:5 იარმოლენკო (55), 0:6 დევიჩი (58-პენ), 0:7 ბეზუსი (65), 0:8 ტიმოშჩუკი
სან მარინო (4-1-4-1): ა. სიმონჩინი - ფ. ვიტაიოლი (84. ), ალეს დელა ვალე, დ. სიმონჩინი, პალაცი - ბერეტი (60.ა. დელა ვალე ) - ვალენტინი (73. ), ბატისტინი, ჩერველინი, მ. ვიტაიოლი - რინალდი
უკრაინა (3-1-4-2): პიატოვი - მანძიუკი, კუჩერი, შევჩუკი - ტიმოშჩუკი - იარმოლენკო (66. ფედეცკი), როტანი, გუსევი, კონოპლიანკა (77. მოროზიუკი) - დევიჩი, სელეზნიოვი (64. ბეზუსი)
მაყურებელი: 1 268
გაძევება: პალაცი (57. სან მარინო), ალეს დელა ვალე (90. სან მარინო)

ჩერნოგორია-მოლდოვა 2:5
გოლები: 0:1 ანტონიუკი (28), 1:1 იოვეტიჩი (55-პენ), 1:2 არმაში (62), 1:3 სიდორენკო (64), 1:4 იონიცა (74), 1:5 ანტონიუკი (89), 2:5 იოვეტიჩი (91)
ჩერნოგორია (4-4-2): პოლეკშიჩი - კეჩოევიჩი, პავიჩევიჩი, დრინჩიჩი, ბოჟოვიჩი - ზვეროტიჩი, იოვანოვიჩი (4. კრკოტიჩი), ბოშკოვიჩი (46. კასალიცა), ბეჩირაი (77. ვესოვიჩი) - იოვეტიჩი, დამიანოვიჩი
მოლდოვა (4-2-3-1): ჩებანუ - ბორდიანი, არმაში, გოლოვატენკო, რაცუ - გეორგიევი, გატცანი - ანტონიუკი, იონიცა, დედოვი - სიდორენკო (85. ფრუნზა)
მაყურებელი: 11 000

ინგლისი-პოლონეთი 2:0
გოლები: 1:0 რუნი (41), 2:0 ჯერარდი (89)
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - სმოლინგი, კეჰილი, იაგიელკა, ბეინესი - კერიკი (71. ლამპარდი), ჯერარდი - უელბეკი, რუნი, ტაუნსენდი (87. მილნერი) - სტარიჯი (82. უილშირი)
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - ცელებანი, იედრჟეიჩიკი, გლიკი, ვოიტკოვიაკი - კრიხოვიაკი, მ. ლევანდოვსკი (46. კლიხი) - ბლაშჩიკოვსკი, მიერჟიევსკი (75. პოლანსკი), სობოტა (65. პესკო) - რ. ლევანდოვსკი
მაყურებელი: 85 186
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 10 6 4 0 31-4 22
2. უკრაინა 10 6 3 1 28-4 21
3. ჩერნოგორია 10 4 3 3 18-17 15
4. პოლონეთი 10 3 4 3 18-12 13
5. მოლდოვა 10 3 2 5 12-17 11
6. სან მარინო 10 0 0 10 1-54 0

II-ადგილოსანთა ცხრილი
1. საბერძნეთი 19
2. საფრანგეთი 17
3. პორტუგალია 15
4. უკრაინა 15
5. შვედეთი 14
6. ისლანდია 14
7. რუმინეთი 13
8. ხორვატია 11
9. დანია 10

პლეი ოფში ითამაშებენ
განთესილები განუთესავები
ხორვატია საფრანგეთი
პორტუგალია უკრაინა
საბერძნეთი რუმინეთი
შვედეთი ისლანდია

პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართება 21 ოქტომბერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ramo - ს ესეიგი სომხეთმა ბულგარეთს იმიტომ მოუგო, რომ ბულგარელები 9-ნი იყვნენ??? აბა დანიას რო მოუგო, ჩეხეთს და იტალიასთან 2-2 რო ითამაშა მაგაზე რას იტყვი :))
გ.გ
13:24 16-10-2013
0
სომხები კონტრშეტევის გუნდია, ამიტომ ვერ თამასობენ თავის მოედანზე. მაგალითად ბულგარეთს მხოლოდ მას შემდეგ მოუგეს რაც ისინი 9 დარჩნენ მოედანზე.
მთავარია ბოსნია როგორ გავიდა? მაგათ ხალხის რაოდენობითაც ვჯობივართ და ფეხბურთის ტრადიციებითაც. არც ფულიანი ქვეყანა არ არის.
აი მაგალითი ანალიზისთვის.
ramo
12:58 16-10-2013
0

სიახლეები პოპულარული