ჯურაბჩიანი: საგა არ დასრულებულა?

AutoSharing Option
კარლოს ტევესის აგენტმა, ირანული წარმოშობის ბრაზილიელმა ბიზნესმენმა კია ჯურაბჩიანმა განაცხადა, რომ მას "კორინთიანსში" არგენტინელი კლიენტის დაბრუნება სურს. შეგახსენებთ, ტევესი ბრაზილიაში 2004-06 წლებში ასპარეზობდა.

"დიდი სურვილი მაქვს "კორინთიანსს" სატრანსფერო ბაზარზე დავეხმარო. სწორედ ამ მიზნით მსურს კარლოსისა და ევროპაში მოასპარეზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირება, – განაცხადა ბიზნესმენმა. – მინდა ეს გარიგება რაც შეიძლება სწრაფად შედგეს, თუმცა ტევესის შემთხვევაში შეიძლება ორიოდე წლით მოცდა მოგვიხდეს".

გარდა ტევესისა, ჯურაბჩიანმა "ევროპაში მოასპარეზე სხვა ფეხბურთელებიც" ახსენა. ჟურნალისტების ცნობით, ლაპარაკია ვილიარეალელი ნილმარის, ტოტენჰემელი გომეშისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ანდერსონის
შესახებ.

რახან ლაპარაკი "მანჩესტერ სიტის" ლიდერზე ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ სერიოზული ტრავმა მიიღო "ქალაქელთა" სათადარიგო გოლკიპერმა შეი გივენმა. ერთ-ერთი ვარჯიშისას ირლანდიელმა მხარი დაიზიანა. უახლოეს დღეებში მას დაწვრილებით სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ და საბოლოო დიაგნოზი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული