კეირუში დატოვეს

AutoSharing Option
გუშინ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატსა და იქ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ასპარეზობას მიეძღვნა. იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიელებმა მუნდიალზე მხოლოდ მერვედფინალამდე მიაღწიეს, კარლუშ კეირუში ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაინც დატოვეს. ცნობისათვის, მისი მოქმედი კონტრაქტი ისედაც 2012 წლის ზაფხულში იწურებოდა. პორტუგალიელთა უახლოესი მიზანი ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა და იქ წარმატებით თამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული