მუნდიალი 2010

ერიკ კანტონა: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი ესპანეთს არ მოუგია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, სამხრეთ აფრიკაში გამარჯვება ესპანეთის ნაკრებს არ მოუპოვებია.

"მსოფლიოს ჩემპიონი კატალონია გახდა. მუნდიალზე გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გამოვიდა, რომლის შემადგენლობაში "ბარსელონას" 10 ფეხბურთელი გამოდიოდა. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონები კატალონია და "ბარსელონა" გახდნენ", - აქვეყნებს კანტონას ნათქვამს Marca.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, გადამწყვეტ მატჩში ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს მოუგო (1:0), გამარჯვების გოლი კი "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ გაიტანა.