ფიფამ მსაჯობის დონე შეაფასა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ჩატარებულა მატჩი III ადგილისთვის და ფინალი, ფიფამ უკვე შეაფასა მსაჯობის დონე. ამ ორგანიზაციის მსაჯთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ხოსე მარია გარსია-არანდას ინფორმაციით, აქამდე ჩატარებული ყველა მატჩის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ არბიტრებმა "ძალიან კარგად" იმსაჯეს. გარსია-არანდა აცხადებს, რომ დეპარტამენტის მიერ გამოკვლეული მატჩების 96 პროცენტში არბიტრთა მოქმედება სამართლიანი იყო. ანალიზს ექვემდებარებოდა ისეთი სამსაჯო გადაწყვეტილებები, როგორიცაა პენალტის დანიშვნა, ჯარიმებისა და გოლების დაფიქსირება.

გარსია-არანდა დარწმუნებულია, რომ წინა მუნდიალთან შედარებით მსაჯობის დონემ საგრძნობლად აიწია და ამიტომაც არ გაჰკვირვებია გამოკვლევის შედეგები. ყველაფერი
კარგი, მაგრამ უცნაურია ერთი რამ - სწორედ ამ მუნდიალზე დაშვებული უხეში სამსაჯო შეცდომების გამო ფიფა დათანხმდა, ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე დაწყებულ დისკუსიებს დაუბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული