ვან დერ ვაარტი: ესპანელებს ბურთის კონტროლის საშუალება არ უნდა მივცეთ

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი ესპანეთთან ფინალური მატჩის წინ თავისი გუნდის შანსებს აფასებს:
"ჰოლანდიის ნაკრებმა სიჩქარე აკრიფა და უთუოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს. დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე 2006 წელს - გერმანიაში. ყოველთვის ვცდილობთ, სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ მეტოქეები ხშირად ამის საშუალებას არ გვაძლევენ, წინააღმდეგობა ძალიან დიდია. ჩვენ არასოდეს ვთამაშობთ დაცვიდან. ძალიან გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და ეს თავისთავად დიდი წნეხია. მუნდიალის პირველივე დღიდან გვჯერა საკუთარი ძალების... და დარჩა ერთი მატჩი, რომელშიც ყველაფერი უნდა ჩავდოთ. მთავ
არია, ესპანეთის ნაკრებს არ მივცეთ ბურთის კონტროლის საშუალება. ამავე დროს, არ უნდა ვინერვიულოთ. იმედია, ამას თავიდან ავიცილებთ, რადგან არა ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს და მათ იციან, როგორ უნდა ეჭიროთ თავი გადამწყვეტ მომენტში".


Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

van der vaarti: espanelebs burTis kontrolis saSualeba ar unda mivceT

holandiis nakrebis naxevarmcveli rafael van der vaarti espaneTTan finaluri matCis win Tavisi gundis Sansebs afasebs:

"holandiis nakrebma siCqare akrifa da uTuod did pativiscemas imsaxurebs. dRes Cven gacilebiT Zlierebi varT, vidre 2006 wels - germaniaSi. yovelTvis vcdilobT, sanaxaobrivi fexburTi viTamaSoT, magram metoqeebi xSirad amis saSualebas ar gvaZleven, winaaRmdegoba Zalian didia. Cven arasodes vTamaSobT dacvidan. Zalian gvinda msoflios Cempionatis mogeba da es TavisTavad didi wnexia. mundialis pirvelive dRidan gvjera sakuTari Zalebis... da darCa erTi matCi, romelSic yvelaferi unda CavdoT. mTavaria, espaneTis nakrebs ar mivceT burTis kontrolis saSualeba. amave dros, ar unda vinerviuloT. imedia, amas Tavidan avicilebT, radgan ara erTi gamocdili fexburTeli gvyavs da maT ician, rogor unda eWiroT Tavi gadamwyvet momentSi".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული