დელ ბოსკე: შესაძლოა, რაულს არასწორად მოვექეცით...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ერთ-ერთია იმათგან, ვინც "რეალის" ლეგენადად ქცეულ რაულ გონსალეს ბლანკოს ძალიან კარგად იცნობს. დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით რაულმა სამეფო კლუბმა ერთად არა ერთი ჯილდო მოიგო. როგორც პოპულარული ესპანური გამოცემა "ასი" გვაუწყებს, დელ ბოსკეს თურმე ტანჯავს ფიქრი იმაზე, რომ რაულს არასწორად მოექცა. აი, სინიორ ვისენტეს კომენტარიც:

"ახლა, როცა ჩვენ ისტორიულ გამარჯვებასთან ერთ ნაბიჯში ვართ, ესპანეთში ბევრს ლაპარაკობენ რაულზე... და მე უნდა ვაღიარო, რომ შესაძლოა, მას არასწორად მოვექეცით. არ ვიცი, რამდენად მართებული იყო ჩემი გადაწყვეტილება, როცა ის 23-კაციან
სიაში არ შევიყვანეთ. რაულს ჩემთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გამარჯვებების შემდეგ ყოველთვის მილოცავდა"...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული