რობენი: მოვიგოთ და, იყოს საზიზღარი ფეხბურთი

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრები ფინალური მატჩისთვის ემზადება. "ნარინჯისფერთა" კრებული ერთადერთია სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე, რომელსაც ყველა თამაში მოგებული აქვს, ამასთან, პლეი ოფის ეტაპზეც ყველა - ძირითად დროში. მაგრამ ამ თამაშებს უთუოდ გადასწონის ფინალი, რომელშიც გამარჯვების ფასი უზომოდ დიდია. ამიტომაა, რომ ფინალური მატჩი ხშირად ვერ ამართლებს მოლოდინს, მწვრთნელები რისკზე ნაკლებად მიდიან...

მოდით, ვნახოთ რას ფიქრობს ფინალზე ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი: "ფინალში მთავარი შედეგია. მირჩევნია, საზიზღრად ვითამაშოთ და მოვიგოთ, ვიდრე ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ და დავმარცხდეთ. ადრე, ჰოლანდიის ნაკრები ხშირად აგებდა ისეთ შეხვედრებს, რომელშიც მეტოქეზე
სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ფილოსოფია".
ბოლოს რობენი დასძენს, რომ ამ მუნდიალზე ჰოლანდიას თავისი საუკეთესო თამაში ჯერ უჩვენებია...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული