ლიოვი ალბათ დარჩება...

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდეც და მისი მსვლელობის დროსაც გაურკვეველი იყო, გააგრძელებდა თუ არა იოაჰიმ ლიოვი მუშაობას გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე... მაგრამ მას მერე, რაც ბუნდესგუნდმა ინგლისი და არგენტინა გაანადგურა, ლიოვის პოზიციები ერთიორად გამყარდა და ნახევარფინალში ესპანეთთან განცდილი მარცხის მიუხედავად, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მწვრთნელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტა.

"ჩვენ ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, შევხვდეთ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როცა ვნებები ჩაცხრება. იოაჰიმმა იცის, რომ ჩვენ მოხარულნი ვიქნებით თანამშრომლობის გაგრძელებით და იმედი მაქვს, ეს საქმე მოგვარდება", - აცხადებს გერმანიის საფეხბურთო
კავშირის პრეზიდენტი თეო ცვანციგერი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული