ნახევარფინალში კიდევ ვითამაშებ!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშისა და ფინალში გასვლისთვის ბრძოლის შანსი მომავალ მუნდიალზეც მიეცემა.

 

"ჯერ მხოლოდ 26 წლის ვარ და წინ კარიერის კიდევ არაერთი წელიწადი მაქვს. ვიმედოვნებ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაში კიდევ მომიწევს. რაღა თქმა უნდა, ესპანეთთან განცდილი მარცხი ყოველთვის მწარედ გამახსენდება. მუნდიალის ნახევარფინალამდე მისვლა უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ძალიან გულსატკენია, როცა ფინალამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება. შემდეგ ჩემპიონატზე ჩემი მიზანი ფინალში გასვლა და იქ გამარჯვება იქნება.

მიმდინ

არე მუნდიალს კი ჩემი აზრით, ესპანეთი მოიგებს. თუ ასე არ მოხდა, ძალიან გამეხარდება, რადგან მსოფლიო ჩემპიონები ჩემი თანაგუნდელები, მარკ ვან ბომელი და არიენ რობენი გახდებიან. მათი ჩემპიონობა "ბაიერნის" თამაშზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს", - ამბობს ლამი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული