ვისენტე დელ ბოსკე: ჩვენი წარმატება მთელი ესპანეთის დამსახურებაა

AutoSharing Option

ჩემი ბიჭები მთელი თამაშის განმავლობში ერთმანეთს, ამხნევებდნენ, აზღვევდნენ, მოკლედ თავს არ იშურებდნენ და მხარდამხარ იბრძოდნენ... სწორედ ამიტომ შევძელით გამარჯვება... - საკმაოდ თავმდაბლური ღიმილით განაცხადა მატჩის დამთავრებისთანავე ვისენტე დელ ბოსკემ. წარმატების გასაღები ჩვენი სიმშვიდე და მიზანსწრაფულობა იყო. გუნდის წარმატება დიდად დამოკიდებულია ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ხალხის ნაკრებისადმი დამოკიდებულებაზეც. ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოვდუნდებით ან ვინმეს, რამეს წინასწარ შევპირდებით, მსოფლიო თასის მოგება ყველაზე ძნელი დავალებაა...

ესპანალების მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ”რეალისა” და ”ბარსელონას” უდიდესი წვლილის მიუხედავად (ნახევარფინალში 7 კატალონიელი და 3 მადრიდელი

გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში) აფასებს ნაკრების გაძლიერებისათვის ბევრი კლუბის მიერ გაწეულ შრომას.

მოწინააღმდეგეზე დელ ბოსკემ კატეგორიული განცხადება გააკეთა: - გერმანია ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. თუ ვინმე იტყვის რომ ბუნდენაკრებმა მოლოდინი არ გაამართლა, ვუპასუხებ რომ ეს ჩემი ბიჭების დამსახურებაა.

ესპანელთა თავკაცმა არც მომავალი მოწინააღმდეგე დაივიწყა და აღნიშნა, რომ ფინალში ორი ღირსეული მოწინააღმდეგე შეხვდება. ”ჰოლანდიელები, ისევე როგორც ჩვენ, არასოდეს ყოფილან მსოფლიო ჩემპიონები, ეს დამატებით სტიმულს გვაძლევს ორივე გუნდს, რომ გამოვასწოროთ უსამართლობა”.

გერმანიის მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დაეთანხმა ვიზავის რომ ესპანეთის ნაკრები მის გუნდზე უკეთ გამოიყურებოდა მოედანზე. მისი აზრით ესპანეთი მუნდიალის უძლიერესი გუნდია და ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. საკუთარ ნაკრებზე ლიოვმა თქვა, რომ ძალიან დააკლდათ მიულერი, მაგრამ გერმანიის გუნდი ახალი შეკრებილია და მას ძალიან კარგი მომავალი ელის...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული