განელები 20 ათასით დაფასდნენ

AutoSharing Option
განის პრეზიდენტის, ჯონ ატა მილსის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლისთვის მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი 20 ათას აშშ დოლარს მიიღებს. პრეზიდენტმა სიამაყით აღნიშნა, რომ განის ნაკრების წევრებმა მუნდიალზე არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ მთელი აფრიკის ღირსება დაიცვეს.


განის ნაკრების წარმატებაზე ამ ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა შვილმა, გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც ისაუბრა. "მეოთხედფინალში განცდილი მარცხის მიუხედავად, ჩვენი ფეხბურთელები სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდნენ", - განაცხადა ანანმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული