სტრამაჩონის ბოლო შანსი?

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა სტრამაჩონის შესაძლო გათავისუფლებაა. მომდევნო უქმეებზე, სერია A-ს ეგიდით, ლომბარდიული გრანდი "სამპდორიას" ესტუმრება და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, წარუმატებლობა ახალგაზრდა მწვრთნელს პოსტის დაკარგვად დაუჯდება. ამ თემაზე სტრამაჩონიმ კომენტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, ჩემი მუშაობა სეზონის ბოლოს შეფასდება და არა ერთ ან ორ კვირაში. კლუბის მესვეურებისგან ნდობას ვგრძნობ და ვიცი, რომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას უახლოეს მომავალში არ აპირებენ. სეზონის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და უმჯობესია, არ გავუსწროთ წინ მოვლენებს.

ევროპის
ლიგაზე "ტოტენჰემთან" დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს. მილანში აუცილებლად შევუტევთ და თუ ცოტა იღბალიც გადმოგვხედავს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოკლედ, ჩემს მომავალზე არ ვშიშობ და საქმეზე ვარ კონცენტრირებული"
.

ვინ იქნება ბოსი?
ამასობაში იტალიური მედია დიდი ამბით განიხილავს ანდრეა სტრამაჩონის სავარაუდო მემკვიდრის საკითხს. ყველაზე ხშირად "შახტარის" თავკაც მირჩა ლუჩესკუს და სინიშა მიჰაილოვიჩს ასახელებენ. "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, სტრამაჩონიმ აუცილებლად უნდა მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომ თანამდებობა შეინარჩუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ინტერის" პრეზიდენტის ფორმულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული