პიტერ შმეიხელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერიკ კანტონას შეადარა

AutoSharing Option
დანიის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა პიტერ შმეიხელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ თავდამსხმელ ერიკ კანტონას და შვედეთის ნაკრებში ფროვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის მსგავსება აღმოაჩინა.

"იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის გუნდზე კი არ უნდა აეწყოს, გუნდი უნდა აეწყოს მასზე. ზლატანის გარეშე შვედეთის ნაკრები ბევრს დაკარგავს? დიახ, ნებისმიერი გუნდი ბევრს დაკარგავს. არამხოლოდ შვედები.

ის ამ მხრივ ერიკ კანტონას ჰგავს. მათ ორივეს მომენტის შექმნა არაფრიდან შეუძლიათ. მიმაჩნია, რომ იმის ნაცვლად, რომ ამ ფეხბურთელებს რაღაცის სწავლება დავუწყოთ, მათ მოედანზე სრული თავისუფლება უნდა მივცეთ. შეიძლება ასეც ითქვას,
"მათი საფეხბურთო ეგოიზმი უნდა დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა შმეიხელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული