ჩაბი ალონსო: ინგლისის და საფრანგეთის ანგარიშიდან ჩამოწერა არ ღირს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ევრო 2012-ის ფავორიტები დაასახელა.

"მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად არამხოლოდ ესპანეთი, ჰოლანდია და გერმანია იბრძოლებენ. საფრანგეთი და ინგლისიც იმ გუნდების ჯგუფში შედიან, რომელთაც შორს წასვლა შეუძლიათ. მათ შემადგენლობაში ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და მდიდარი ისტორია გააჩნიათ.

ამ გუნდებს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ", - განაცხადა ალონსომ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული