რობერტო მანჩინის "მანჩესტერ სიტიდან" არ გაუშვებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მფლობელი შეიხ მანსური გუნდის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის მაშინაც არ გაათავისუფლებს, თუ "ქალაქელები" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დამარცხდებიან.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის ინგლისის მოქმედი ჩემპიონები ლიდერობენ. "სიტი" სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს სამი ქულით ჩამორჩება. გადამწყვეტი შესაძლოა ამ გუნდებს შორის 30 აპრილს გასამართი დაპირისპირება გახდეს.

რაც შეეხება მანჩინის, მან "სიტის" დამრიგებლის თანამდებობაზე მარკ ჰიუზი 2009 წლის დეკემბერში შეცვალა. მანამდე იტალიელი სპეციალისტი რომის "ლაციოს", ფლორენციის "ფიორენტინასა" და მილანის "ინტერს" წვრთნიდა.

"გუნდებს შორის სხვაობა სულ სამი ქულაა და ჩემპიონობისთვის შანსებს
კვლავაც ვინარჩუნებთ. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ტიტულის მოგება რომც ვერ მოვახერხოთ, მე მაინც კმაყოფილი დავრჩები. მომწონს მოთამაშეები, მთლიანად გუნდი და კლუბის მენეჯმენტის მუშაობა", - განაცხადა შეიხ მანსურამ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში "სიტიმ" ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო, ჩემპიონატის დასრულებამდე კი წინ სამი მატჩი აქვს გასამართი - "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ნიუკასლსა" და "ქუინზ პარკთან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული