კონტე: ეს სერია A-ს ორი ყველაზე მტკიცე დაცვის ხაზის მქონე გუნდის შეხვედრა იყო

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, რომლის გუნდმაც "უდინეზეს" ფრედ ეთამაშა, თამაშის შემდეგ მეტოქის დაცვის ხაზზე ისაუბრა.

"ეს სერია A-ს ორი ყველაზე მტკიცე დაცვითი ხაზის დაპირისპირება იყო და ჩემმა გუნდმაც სიმტკიცე გამოავლინა. უდინეში ჩასვლა და თავისი პირობების კარნახი ყველა გუნდს არ შეუძლია, ჩვენ კი ეს მოვახერხეთ. ამასთან , არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ სეზონში "უდინეზე" ჩვენზე მაღლა იყო.

პეპეს და მატრის თამაშით კმაყოფილი ვარ, ისინი კარგად მოძრაობდნენ და უბურთოდ ხეირიანად თამაშობდნენ. "უდინეზე" გამოწვლილვით შევისწავლეთ, მაგრამ "უდინეზეც" მომზადებული იყო "იუვენტუსთან" მატჩისთვის. დავამტკიცეთ,
რომ დიდი გუნდი ვართ", - განაცხადა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული