"ტოტენჰემი" ჰალკის შესაძენად თანხას არ ზოგავს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი "პორტუს" თავდამსხმელის ჰალკის შეძენას 35 მილონ ფუნტი სტერლინგად აპირებს.

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობის თავჯდომარე დანიელ ლევი უკვე შეხვდა ფეხბურთელის აგენტს და შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჰალკმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა. პორტუგალიის ჩემპიონატში "პორტუს" შემადგენლობაში ფეხბურთელმა 26 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული