მატჩების ჩაწყობისთვის ორი წლით ციხეში

AutoSharing Option
“როიტერის” ცნობით, ფინურმა სასამართლომ სინგაპურის მოქალაქე ვილსონ რაჯ პერუმალი საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში დამნაშავედ ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, პერუმალს ბრალი იმან დაუმძიმა, რომ ის “თავის მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე მოქმედ ჯგუფთან ათანხმებდა”.

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ პერუმალი და მისი თანამზრახველები, 2008 წლის ივნისიდან დაწყებული 2011 წლის თებერვლამდე, კლუბ “როვანიემის” მატჩებს აწყობდნენ და შესაბამისად, ტოტალიზატორებს დიდ თანხებს უგებდნენ. სინგაპურის პოლიციამ ფინელ კოლეგებს საინტერესო დოკუმენტები გადაუგზავნა, სადაც ირკვევა, რომ ეს ადამიანი 1995 წელს ერთ-ერთი საფეხბურთო
კლუბის კაპიტნისთვის სამი ათასი დოლარის გადაცემის ფაქტზე დაიჭირეს. ამ უკანასკნელს უნდა უზრუნველეყო მისთვის სასურველი შედეგი.

2000 წელს კი ისევ და ისევ სინგაპურის სასამართლომ პერუმალი ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის ლიდერის სასტიკად ცემის გამო ცნო დამნაშავედ. მას ამით ფეხბურთელის გამოთიშვა სურდა მეორე დღეს დაგეგმილი მატჩიდან, რათა მეორე კლუბს წარმატების მეტი შანსი მისცემოდა. მოკლედ, ეს პერუმალი საფეხბურთო მატჩების “პროფესიონალი ჩამწყობი” ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული