რომარიო: "ბრაზილია 2014"-ს იესო თუ გადაარჩენს!

AutoSharing Option
ბრაზილიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რომარიო 2014 წლის მუნდიალს, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდება, სკეპტიკურად უყურებს. 45 წლის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ბრაზილიის სამუნდიალე ინფრასტრუქტურას აკრიტიკებს.

„უბედნიერესი ადამიანი ვარ იმის გამო, რომ ვიცი, მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში უნდა ჩატარდეს. ჩვენ ამაზე დიდი ხანია, ვოცნებობდით, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემს ქვეყანას მუნდიალის მასპინძლობისას სერიოზული პრობლემები შეექმნება. აქედანვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იქნება ყველა დროის საუკეთესო მუნდიალი“, - აცხადებს რომარიო გაზეთ „ფოლია დე სან პაოლოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში და ძალიან წუხს იმის გამო, რომ
სტადიონების მშენებლობა პრობლემატური და ბრაზილიისთვის რთული პროცესია.

„ბრაზილია 2014-ის საუკეთესო მუნდიალად გადაქცევა მხოლოდ მას, თვით იესო ქრისტეს შეუძლია. ასე რომ, თუ უახლოეს სამ წელიწადში იესო დედამიწაზე დაბრუნდება, შესაძლებელი იქნება, რომ ბრაზილიამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატს უმასპინძლოს“, - დასძენს რომარიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული