ვიდიჩი და აფერისტები

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სერბი მცველი, 29 წლის ნემანია ვიდიჩი ამბობს, რომ შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მისი გუნდი ბარსელონელ აფერისტებს მოუგებს. ვიდიჩმა თქვა:

„მთავარია სრული კონცენტრაციით ვითამაშოთ და მაშინ ზუსტად ის გამოვა, რაც ჩვენ გვინდა. ყურადღება კი მრავალი მიზეზით და მიმართულებით არის საჭირო. „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ჩვენგან ძალიან განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. ისინი, რასაკვირველია, ყველაფერზე იკამათებენ და არც სიმულაციას დააკლებენ, მაგრამ ჩვენ ამას არ უნდა ავყვეთ - მშვიდად უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმე. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მსაჯსაც საუკეთესოს დანიშნავენ და ის ბარსელონელების
ანკესზე არ წამოეგება“.

კიდევ, ვიდიჩს სწამს, რომ მეტოქე მათი გუნდის ახალგაზრდა და ფიცხი ფეხბურთელების პროვოცირებას შეეცდება, რასაც ასევე დიდი თავშეკავება სჭირდება:

„ჩემი თანაგუნდელების მენტალიტეტში ეჭვი არ მეპარება. მე მათ კარგად ვიცნობ და ვენდობი, ისევე, როგორც ისინი მენდობიან მე. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთსულოვანი გუნდია“ - ამბობს ის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული