მარადონა: ბილარდო მოღალატეა, გრონდონა მატყუარა

AutoSharing Option

ორიოდე დღეც ვერ გაძლო უმუშევრად დარჩენილმა დიეგო მარადონამ და ალაპარაკდა... მაგრამ ისეთები თქვა, კოკოითის ახალ მეგობარს ერჩივნა ისევ პირში წყალი ჩაეგუბებინა. დიეგომ ყველაფერი, მათ შორის, თანამდებობის დაკარგვა, ყოფილ მეგობარ კარლოს ბილარდოს დააბრალა. სხვათა შორის, სანამ მარადონას მოხსნიდნენ 1986 წლის ტრიუმფატორი მწვრთნელი, ახლა კი ნაკრების გენერალური მენეჯერი ბილარდო იმუქრებოდა, რომ ისიც გადადგებოდა თანამდებობიდან.

მარადონა რეპორტიორების წინაშე ახალთახალი პიჯაკით და წვერის უახლესი ვარცხნილობით წარდგა, ის მშვიდად გამოიყურებოდა. ნაკრების ყოფილმა თავკაცმა წინასწარ მომზადებული წერილი წაიკითხა, მაგრამ იქ ისეთები ეწერა... "ბილარდომ გამიჩალიჩა, ის მოღალატეა

- ჯერ კიდევ მაშინ, როცა ყველა გერმანიასთან მატჩში წაგებას ვტიროდით, ბილარდო უკვე ზრუნავდა ჩემს გადაყენებაზე", - განაცხადა მან. მარადონამ არც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონა "დაინდო", რომელსაც მან სიცრუეში დადო ბრალი. "მოკლედ ყველაფერი ბილარდომ და "უმბერტიტომ" მოაწყვეს. გასახდელში პირში მეუბნებოდნენ, რომ ისევ მე ვიქნებოდი ნაკრების მწვრთნელი, არადა უკვე "მოხსნილი" ვყავდით".

მარადონამ აღნიშნა, რომ მოთმინების ბოლო წვეთი იყო გრონდონასთან ორშაბათის შეხვედრა. მან მითხრა: "კი ბატონო, აგრძელებ მუშაობას, ოღონდ შენი 7 თანაშემწის გარეშე. ამის თქმას ერჩივნა, პირდაპირ ეთქვა, შენ აღარ მუშაობ ნაკრებში. მე ვალდებულიც ვარ დავიცვა ჩემი ხალხი ნაკრებში. ვერ შევიცვლიდი დამხმარეებს ესე ერთი ხელის მოსმით, მე ხომ გრონდონებს არ ვგავარ - სულ სხვა მორალური ფასეულობები მაქვს". სხვათა შორის, არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდესმა ახლაც მარადონას მხარე დაიჭირა. "ძალიან ნაწყენი ვარ ასე რომ მოხდა. დიეგო ყოველთვის იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამას მთელი გულით აკეთებდა. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, მაგრამ როცა ეროვნულ ინტერესზეა საქმე, იქ დიეგო მუდამ პირნათელი იყო", - განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა.

კარლოს ბილარდო გაოცებული დარჩა: "ძალიან მაინტერესებს, როგორ "ვუღალატე" მარადონას. მან მიიღო ყველაფერი, რაც მოისურვა. ყოველთვის გვერდით ვედეგი დიეგიტოს და, აი, როგორ გადამიხადა მადლობა. მე მოვითხოვე მისთვის 4-წლიანი კონტრაქტი. აქამდე ჩუმად ვიყავი და ნაკრების საკეთილდღეოდ ხმას არ ვიღებდი, მაგრამ საკმარისია! მეგობრობა მე ცხოვრებაში გამიგია და არა ნაკრებში. როგორც შეიძლება ყველა შენი ნათესავი და ახლობელი ნაკრებში მოიყვანო, ეს არასერიოზული მიდგომაა, მისი თანამდებობა კი ძალზე სერიოზული იყო. თავს რომ ვისულელებდი მარადონას, რატომღაც, ეგონა, რომ მართლა სულელი ვარ", - განაცხადა კარლოს ბილარდომ საპასუხოდ.

ლელო 

 

მკითხველის კომენტარები / 7 /
ანტიმარადონა-ს
და რა მერე? ოსურ საინფორმაციო სააგენტოს თუ დაუჯერებ ბორჯომიც მაგათია და რაჭის ნაწილიც... ცხინვალში არა და ქურთაში უეჭველი ჩავა :DDD შეხვედრა და ფოტო არაფერს ნიშნავს... მართლაც რომ ჩადიოდეს ეს სტატია სუფთა ჟურნალისტიკის პრინციპებით არაეთიკურია... ვოტ
saxeli
13:39 01-08-2010
0
saxeli-ს

სანამ ჟურნალისტს რამეს დაუწუნებ, ჯერ ეს ლინკი ნახე!

http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/1186-maradona-kokoithis-shekhvda.html

არ წაიღეს ტვინი ამ დებილის ფანებმა? !!!
antimaradona
19:33 30-07-2010
0

სიახლეები პოპულარული