"ქუთაისმა" თბილისში "დინამოს" მოუგო და საქართველოს თასი მოიპოვა

AutoSharing Option
29 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტები - გამარჯვებული თბილის "დინამო" და "ქუთაისი" დაუპირისპირდნენ.

ამჯერად გამარჯვება "ქუთაისს" დარჩა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 86:77 (26:9, 26:25, 16:26, 18:17) დაამარცხა და ჯილდო ისტორიაში მეორედ დაისაკუთრა.

კოტე ტუღუშის გუნდში 19 ქულითა და 4 მოხსნით ყველაზე შედეგიანი აკაკი ლომოური იყო, 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა გიორგი ცინცაძემ. ყველაზე მეტი, 25 ქულა კი დინამოელმა ილია ლონდარიძემ მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული