რუსთავმა კავკასიას ბოლო პერიოდი 16 ქულით მოუგო და 85:69 გაიმარჯვა

AutoSharing Option
რუსთაველთა 4-მატჩიანი წარუმატებელი სერია დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემო ქართლის გუნდმა 85:79 (სტატისტიკა) დაამარცხა “კავკასია” და საკუთარი გულშემატკივარი, როგორც იქნა, გამარჯვებით გაახარა.

რუსთავში სათამაშოდ ჩასულმა კავკასიამ კი პირიქით – სამმატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა. სეზონის 3 წაგებით დაწყების შემდეგ კავკასიამ მოგებებს უხშირა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ბექა წივწივაძის გუნდი რუსთავში მოგებ-წაგებების თანაბარი რაოდენობით (4-4) ჩავიდა, მასპინძლებს კი 3 მოგების წილ 5 მარცხი ჰქონდათ. ერთი სიტყვით, გუნდები ცხრილში ახლოს იყვნენ და მოგება ორივეს ჰაერივით ესაჭიროებოდა.

ბრძოლაც შესაბამისად უშეღავათო გაჩაღდა. კავკასიას აკლდა ერთ-ერთი
ლიდერი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც წინა მატჩში დისკვალიფიკაცია მიიღო და სანქციად ერთი მატჩის გამოტოვება დაუწესდა. თავის მხრივ, რუსთაველებსაც არანაკლები დანაკლისი ჰქონდათ: ჯორდან ჰენდერსონი. კავკასიელები ტოლს არაფერში უდებდნენ მეტოქეს და პირველი მეოთხედი 26:22 მოიგეს. მეორიდან კი მასპინძლებმა მეტოქის დაცვას გასაღები მოარგეს, ლიდერობა მოიპოვეს და დიდ შესვენებამდე 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 42:39.

მესამე პერიოდი კავკასიელებმა ზუსტად 3 ქულით მოიგეს და ბოლო პერიოდიდან, ფრე ანგარიშით ყველაფერი თავიდან დაიწყო. დასკვნით ათწუთეულში მასპინძლებმა მეტოქე გატეხეს, რაც, ცხადია, გუნდური ძალისხმევით განხორციელდა, თუმცა აღსანიშნავია ანზორ ნადირაძის უხვქულიანობა, რომელმაც საკვანძო ეპიზოდში 7 ქულა ჩააგდო. მას შეეშველა ლუკა ბულაშვილი, ლევან ბაბილოძეც და მასპინძელთა ლიდერობამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 10 ქულას გადააჭარბა.

მატჩი ისე დასრულდა, ვითარება აღარ დაძაბულა. რუსთავმა გაიმარჯვა და მოგებ-წაგებებით კავკასიას გაუთანაბრდა. გამარჯვებაში ლომის წილი ბულაშვილმა დაიდო, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა დ 5 პასი მოაგროვა. 15 ქულა ჩააგდო ლევან ბაბილოძემ, ანზორ ნადირაძემ და თაჯეი თიგმა 14-14 ქულა მიითვალეს. კავკასიელთაგან ყველაზე მეტი – 14 ქულა ლევან გოგიჩაიშვილმა მოაგროვა. 10 ქულა და 8 მოხსნა ჯეილენ სმიტის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მე-10 ტურის 3 შეხვედრა ხვალ, 16 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0