კალათბურთი

სუპერლიგა

სუპერლიგის ფინალური სერიის მე-3 მატჩის წინ მეტოქე გუნდის წევრებმა კომენტარი გააკეთეს

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში 1:1-ია და 24 მაისს მორიგი მატჩი გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს "რუსთავი" და თსუ ეცილებიან. ოქროს მედლებს ის გუნდი დაისაკუთრებს, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს. შესაბამისად, ჩემპიონი მომავალ მატჩში ვერ გამოვლინდება და 25 მაისს სერიის რიგით მე-4 შეხვედრაც ჩატარდება.

სერიის პირველი და მეორე მატჩები რუსთავში გაიმართა, რომლებმაც საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. პირველი შეხვედრა თსუ-მ 3 ქულით – 69:66 მოიგო, მეორე დღეს კი რუსთაველებმა დამსახურებული რევანში აიღეს – 80:67. სერია რუსთავიდან დედაქალაქში ინაცვლებს, სადაც "თბილისი არენაზე" მორიგი 2
მატჩი გაიმართება.

თუ რა განწყობით არიან მეტოქე გუნდების მწვრთნელები და წამყვანი მოთამაშეები, ამას კომენტარებში მოვისმენთ, რომლებიც დღეს "რუსთავისა" და თსუ-ს წარმომადგენლებმა დიღმის არენაზე, ჯუნიორ ნბა-ს წილისყრაზე ყოფნისას გააკეთეს.

GBF