კალათბურთი

სუპერლიგა

კრის მაკნილის ლიდერობით "ტიტებმა" "ცხუმ-აფხაზეთი" დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მატჩები საინტერესო დუელით დასრულდა. ერთმანეთს ცხრილში გვერდიგვერდ მყოფი გუნდები – “ტიტები” და “ცხუმ-აფხაზეთი” შეხვდნენ. ორივე გუნდს 4 მოგების წილ 6 მარცხი ჰქონდა და ამ ურთიერთშეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი მათგანი დაწინაურდებოდა ცხრილში.

გამარჯვება, თანაც საკმაოდ დამაჯერებელი, “ტიტებმა” მოიპოვა, რაც სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ერთობ მოულოდნელი იყო – 86:75. გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი “ტიტების” ახალწვეული კრის მაკნილი გახლდათ, რომელმაც 6 სამქულიანი და ჯამში 29 ქულა ჩააგდო, რითაც “ცხუმ-აფხაზეთს” გაქანების შანსი მოუსპო. სატრანსფერო ბაზარზე “ტიტების” პოლიტიკა ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანაა, რაც ამ გუნდის ხელმძღვანელობას
კარგად გამოსდის. მაკნილმა ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ძალიან გააძლიერა და შედეგიც სახეზეა.

პირველი პერიოდის 3 ქულით წაგების შემდეგ “ტიტებმა” მეორე ათწუთეული 29:21 მოიგო, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. "ცხუმ-აფხაზეთის" მაქსიმუმი ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო, რასაც ისააკ ასრატის სამქულიანი მოჰყვა და შეხვედრის ბედიც გაირკვა.

კრის მაკნილმა 29 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 7 პასიც მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 12 ქულა და 13 მოხსნა ჯავიონ ოგუნიემიმ მიითვალა, ჯორდან რობერტსონმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. "ცხუმ-აფხაზეთში" 23 ქულითა და 9 მოხსნით მარქილ სმიტი გამოირჩა. 17 ქულა და 8 პასი ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა, 13-13 ქულა ალექსანდრ ფიკოკმა და ჯაი უილიამსმა მიითვალეს.

ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა რუსთავში, ადგილობრივ გუნდსა და “ბათუმს” შორის გაიმართება.

gbf

alt3-ქულიანების 100%-იანი მაჩვენებელი და 24 ქულა

altსაქართველოს ნაკრების წევრმა 10-დან 9 2-ქულიანი ჩააგდო