სუპერლიგა: "დინამომ" "მგზავრებს" 15 ქულით სძლია

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და “დინამო” შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში “დინამოზე” გვარიანად დაბლაა, ამ გუნდების აქამდელი 3 მატჩიდან 2 “მგზავრებს” ჰქონდა მოგებული. უხერხულ მეტოქესთან მატჩი მოქმედმა ჩემპიონმა შედეგიანად ჩაატარა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 75:60.

უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს იოლად არ მოუგია. პირველი ნახევრის 32:37 წაგების შემდეგ, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი “მგზავრები” დაწინაურდნენ. მესამე პერიოდის შუაწელში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა – ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე. ბოლო პერიოდის წინ “დინამო” 2
ქულით იგებდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა – გუნდური და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშის შედეგად მოქმედმა ჩემპიონებმა ხელჩასაჭიდი, 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თამაში გამარჯვებამდე აუღელვებლად მიიყვანეს.

“დინამოში” ერთბაშად 5-მა მოთამაშემ უწია 10-ქულიან ზღვარს. 14-14 ქულით ილია ლონდარიძე და კაელ ტურპინი გამოირჩნენ. 12 ქულა დააგროვა გიორგი შარაბიძემ, ხოლო 11 – ალექსანდრ მიტროვიჩმა. 10 ქულა შესძინა დინამოელებს რეივენ ლიმ. “მგზავრებში” 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 15 ქულა ტეილორ სტეფორდმა მოაგროვა, ხოლო ბერნარდ ნკალიმ “მგზავრებს” 7 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები 20 და 21 აპრილს გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბუბა ბერიშვილი – „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:


„ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას, მე ვიტყოდი, რომ ჩემი გუნდი ცოტა გადაღლილია, ბათუმშიც თამაში გვქონდა და მგზავრობის შემდეგ ფიზიკურად „დინამოსთვის“ ვერ მოვემზადეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთებიც არ წაგვივიდა. ვეცდებით, მომავალში გამოვასწოროთ და განსაკუთრებით კარგად მოვემზადოთ პლეი-ოფისთვის, ამ ეტაპზე ჩვენთვის ესაა მთავარი.“

ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:


„უკვე პლეი-ოფისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარჩენილი სამი თამაშიც, რადგანაც აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზე გავალთ. პირველი ოთხეული გამოკვეთილია, მაგრამ ბოლო თამაშები აუცილებლად კარგად უნდა გამოვიყენოთ არა მარტო შედეგისთვის, არამედ პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად. ყველაფერი წინაა და ვეცდებით, პლეი-ოფს შევხვდეთ სასურველ კონდიციებში და სასურველი ადგილით.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0