ეროვნული ნაკრების და სუპერლიგის მოთამაშეები აუტისტური სპექტრის ბავშვებს შეხვდნენ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და "მშობელთა საინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და სუპერლიგის მოთამაშეები, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად აუტისტური სპექტრის მოზარდებს თბილისის პარასპორტის განვითრების ცენტრის სპორტულ კომპლექსში ესტუმრნენ.

მშობელთა საინფორმაციო ცენტრის (PIC) ადვოკატირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის და თბილისის მერიის ერთობლივი მუშაობით, 2016 წლის 30 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, ჩამოყალიბდა კალათბურთის სექცია.

ბავშვთა საკალათბურთო სექციის ვარჯიშს დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები და საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები
დაესწრნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და სუპერლიგის გუნდების -"ოლიმპის", "კაკტუსის", "მარნეულისა" და "სოხუმის“ მოთამაშეებმა ბავშვებს საჩუქრად ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები და სათამაშო ბურთები გადასცეს. კალათბურთელებმა ვარჯიშის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებთან ერთად ითამაშეს, რამაც მოზარდები ძალიან გაამხიარულა.

როგორც ცნობილია, აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის სპორტით დატვირთვა აუცილებელია მათი ფიზიკური და მენტალური უნარების განვითარებისთვის. მათ შორის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალათბურთში მომზადებას, რომელიც შშმ ბავშვებში ავითარებს სხეულის ფლობის, გუნდური მოქმედების, საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

ორგანიზაცია "მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ზრუნავს შშმ ბავშვების უფლებების რეალიზაციისა და მათთვის საჭირო განმავითარებელი სერვისების დაფუძნებასა და სისტემატიზებულ ჩამოყალიბებაზე.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს კოორდინაციას უწევენ, ურთიერთობის გაგრძელებას და გაღრმავებას გეგმავს.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0