სუპერლიგა: "ოლიმპი" - "სოხუმი" 94:78

AutoSharing Option
მე-18 ტური “ოლიმპისა” და “სოხუმის” დაპირისპირებით დასრულდა. მიმდინარე ჩემპიონატის აუტსაიდერმა დიდი მონდომების მიუხედავად ვერაფერი გააწყო ტრავმებით დასუსტებულ “ოლიმპთან” და მე-17 მარცხი განიცადა.

არადა, სოხუმელებმა თამაში კარგად დაიწყეს და სოლიდურადაც დაწინაურდნენ. პირველი პერიოდის შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდი მხოლოდ 2 ქულას იგებდა, თუმცა მეორეში დაცვისა და ორგანიზებული შეტევის ხარჯზე ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. სოხუმელებმა მეორე ათწუთეული 10 ქულით – 26:16 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 50:38.

მე-3 პერიოდში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. “ოლიმპის” მოთამაშეებმა გაუვალი დაცვა დააყენეს და 12-ქულიანი ჩამორჩენა 3
წუთში გაქვითეს. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა “ოლიმპმა” ათწუთეული 26:14 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა – 64:64. ბოლო პერიოდში ოლიმპელებმა გააგრძელეს შედეგიანი თამაში და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, ვითარება არც დაძაბულა – 94:78.

“ოლიმპში” 23 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ჰილი. 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა გივი ბაქრაძეს, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 21 ქულით ბომბარდირი გახდა ბიშოპ დანიელსი. 20 ქულა მიითვალა სერგო ათუაშვილმა, ხოლო 10-10 ქულა ოთო ბულიავას და ჯორდან პრაისის ანგარიშზეა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დიმიტრი ჯაკობოვი – “ოლიმპის” მწვრთნელი:


“პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს გუნდს საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხებას. 5 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა ტრავმების გამო და ამის ფონზე ბიჭებმა კარგ შედეგს მიაღწიეს. საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, როცა ჩვენმა ბიჭებმა დაცვაში სამაგალითოდ ითამაშეს და სუპერლიგაში ზედიზედ განცდილი 3 წაგების შემდეგ გამარჯვებას მიაღწიეს.”

გია კაზანჯიანი – “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:

“სამწუხაროდ დავმარცხდით, მართალია საკმაოდ ძლიერ გუნდთან, თუმცა “ოლიმპს” არ ჰყავდა რამდენიმე მოთამაშე და ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა. პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან დავრწმუნდით მოგებაში და შესაბამისად, მოვდუნდით.”

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0