სუპერლიგა: "მარნეული" - "კაკტუსი" 106:95

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-18 ტურის მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. პირველი შეხვედრა “კაკტუსსა” და მარნეულის “დელტას” შორის გაიმართა. მატჩი დაძაბული გამოდგა და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფი “მარნეულის” გამარჯვებით – 106:95 დასრულდა.

ქვემოქართლურმა გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა. მარნეულელები ბოლო პერიოდის წინ 18 ქულით – 83:65 იგებდნენ, თუმცა ამ უპირატესობიდან 7 წუთში მხოლოდ 2 ქულა დარჩათ. წინა მატჩში “დელტამ” თითქმის მოგებული მატჩი წააგო, როცა რუსთავში მასპინძლებს 14 ქულით უგებდა, თუმცა დარჩენილ 3:30 წუთში ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ოვერტაიმში წააგო. დღეს, “კაკტუსთან” მატჩში მარნეულელებმა
18-ქულიანი ლიდერობა დაკარგეს და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მხოლოდ 93:91 იგებდნენ.

ამჯერად “დელტას” მოთამაშეებმა სიმტკიცე გამოავლინეს და არ დაუშვეს რუსთავში დაშვებული შეცდომების გამეორება. ნიკოლას ნილის, დიმიტრი ფაცაციას და “მარნეულის” სხვა წევრების ძალისხმევით თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. რაც შეეხება არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ კაკტუსელებს, გუნდმა სუპერლიგაში 4-მატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა.

“მარნეულს” 35 ქულითა და 6 პასით ამერიკელმა ნიკოლას ნილმა ულიდერა. 17 ქულა დაგროვდა დეანდრე რეის ანგარიშზე, ხოლო არტიომ შვეცმა 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. კაკტუსელთაგან 33 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო კრისტიან ჯონსონი. 23 ქულით დეანდრე პარკსი გამოირჩა.

მატჩის შემდეგ

არჩილ ჟღენტი – “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:

“წაგებაზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. გუნდმა ვერ ითამაშა კარგად დაცვაში. ბევრი შეცდომებიც დავუშვით. ამასთან, ჩვენმა რამდენიმე მოთამაშემ სხვანაირად დაიწყო ფიქრი საკუთარ თავზე, რაც ალბათ ისევ და ისევ ჩემს თავზე ვიღებ. სამუშაო საკმაოდ გვაქვს და მოვემზადებით შემდეგი თამაშისთის”.

თემურ კანკია – მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი:

„ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი დაკარგვა გვქონდა. ფარსაც არ ვაგებდით, რის ხარჯზეც, სოლიდური ლიდერობაც მოვიპოვეთ. მეორე ტაიმში მსაჯების შეცდომებიც იყო, ჩვენც მოვეშვით, მივეცით მეტოქეს საშუალება, რომ დაგვწეოდნენ, თუმცა, ჩვენდა სასიხარულოდ, შევძელით გამარჯვების მოპოვება.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0