სუპერლიგა: "რუსთავმა" "დელტა" 14 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში ქვემოქართლური დერბი შედგა. ჩემპიონატის ერთ-ერთი მოწინავე “რუსთავი” აუტსაიდერ “დელტას” შეხვდა და მორიგი გამარჯვება ისე მოიპოვა, პრობლემები არ შექმნია.

რუსთაველებმა თამაშის დასაწყისშივე მოიპოვეს დამაჯერებელი უპირატესობა და პირველი პერიოდი 23:11 მოიგეს. მარნეულელებმა მეორე ათწუთეულში თამაში დაალაგეს, თუმცა არა იმდენად, რომ ჩამორჩენა აღმოეფხვრათ. დიდ შესვენებაზე “რუსთავი” 46:35 იგებდა და თუკი თამაშის გადარჩენა სურდა, მესამე მეოთხედში რამე უნდა შეეცვალა, თუმცა პირიქით მოხდა. რუსთაველებმა ლიდერობა 17 ქულამდე გაზარდეს და ბოლო ათწუთეულს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს.

“მარნეულმა” ისღა მოახერხა, რომ თამაშის ბოლომდე ჩამორჩენა 14
ქულამდე შეამცირა და რუსთაველთა გამარჯვებაც დაფიქსირდა – 86:72. გამარჯვებულებს 20 ქულით და 8 მოხსნით ტაირელ ნელსონმა ულიდერა. 14 ქულა დაგროვდა ადამ ბლეიზეკის ანგარიშზე, ხოლო ლევან ცეკვავამ 13 ქულა მიითვალა. მარნეულელთაგან 21 ქულით ქვიად ანთაძე გამოირჩა, ხოლო ნიკ ნილმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

თემურ კანკია, მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი: თამაშისთვის პრაქტიკულად ვერ ვემზადებით, რადგან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, შედეგიც სახეზეა. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან და მწყობრში ჩავდგებით.

რამაზ გოგობერიშვილი,
„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი: ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, თუმცა დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა და ვეცდებით გამოვასწოროთ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0